Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

28 მაისი, 2015 წელი

№ას-458-437-2015 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.კ.-

მოწინააღმდეგე მხარეები - ლ.ვ.-ძე, ხ.ვ.-ძე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, სარგებლობის შეწყვეტა, ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. ზ. ხ. და ლ.ვ.-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა;

1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გ.კ.-ისათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 35.77 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება 35 090.37 ლარის ოდენობით;

გ.კ.-ეს სარგებლობა შეუწყდა მის მიერ ქ. ბათუმში, .ქ.N..დან მე-.სართულზე დაკავებულ №.., №.., და N.. ოთახებზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდათ ლ.ვ.-ძეს და ზ.ვ.-ძეს.

1.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ე. ქ.-სა და თ. ჯ.-თვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 57 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 25 547 ლარის ოდენობით და ე. ქ.-ს და თ. ჯ.-ს შეუწყდათ სარგებლობა მათ მიერ ქ. ბათუმში, ქ. ..-დან მე-.. სართულზე დაკავებულ №.., და №.. ოთახებზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ზ. ვ.-ძეს.

1.3. საქართველოს ფონანსთა სამინისტროს დაევალა ი კ.-სათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 38 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების 31464 ლარის ანაზღაურება; ი.კ.-ს, შეუწყდა სარგებლობა მის მიერ ქ. ბათუმში, . ქ. ..-დან მე-.. სართულზე დაკავებულ №.. და №..ოთახებზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდათ ლ.ვ.-ძეს და ხ.ვ.-ძეს.

1.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ლ. ვ.-სათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 37 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების 32 967 ლარის ანაზღაურება; ლ. ვ.-ს, შეუწყდა სარგებლობა მის მიერ ქ. ბათუმში, ქ. ..-დან მე-.. სართულზე დაკავებულ №.. და №.. ოთახებზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ზ. ვ.-ძეს.

1.5 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ე. ლ.-სათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 22,06 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების 18 265,68 ლარის ანაზღაურება; ე. ლ.-ს, შეუწყდა სარგებლობა მის მიერ ქ.ბათუმში, ქ. ..-დან მე-.. სართულზე დაკავებულ №.. და №.. ოთახებზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ხ.ვ.-ძეს.

1.6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა მ. ზ.-სათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 23,8 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულების 21 919,8 ლარის ანაზღაურება; მ. ზ.-ძეს შეუწყდა სარგებლობა მის მიერ ქ. ბათუმში, ქ. ..-დან მე-2 სართულზე დაკავებულ №.. ოთახზე და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ხ.ვ.-ძეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მურმან ზოიძემ, ი.კ.-მ, თ. ჯ.-მა და ე. ქ.-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით თი. ჯ.-ის და ე.ქ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

ამავე სასამართლოს 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით ი. კ.-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.კ.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ი. კ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. მ. ზ.-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

3. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.კ.-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ია კვერნაძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

ამავე კოდექსის 391-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი. მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის წინააღმდეგაა გამოტანილი.

განსახილველ შემთხვევაში, საკასციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ობიექტი, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება, რომელსაც საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს ი.კ. გამოტანილია არა ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივრის განხილვის, არამედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მ. ზ.-ძის სააპელაციო საჩივრების განხილვის შედეგად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არაა გამოტანილი ია კვერნაძის წინააღმდეგ და, შესაბამისად, იგი არაა უფლებამოსილი საკასაციო საჩივარი შეიტანოს ამ განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე ია კვერნაძის საკასაციო საჩივრის შინაარსს, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ იგი ფაქტიურად ასაჩივრებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც არ არსებობს ია კვერნაძის საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო საჩივრის და არა საკასაციო საჩივრის შეტანა (სსკ-ის 364-ე მუხლი).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ წაგებულ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია ან შეიტანა, მაგრამ მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მაშინ მას ამავე გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის შეტანა აღარ შეუძლია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ი.კ.-ს გასაჩივრებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრით, მაგრამ ეს საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ.-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ.-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე