საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ა-2713-შ-57-2015 20 ოქტომბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ო-რ გ-ე
წარმომადგენელი - შ-ა ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ-ო ფ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს – საფრანგეთის ქ. ტულუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ-ო ფ–მა განცხადებით მიმართა ტულუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს და მოითხოვა ო-რ გ-ძესთან განქორწინება. საფრანგეთის ქ. ტულუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ ნ-ო ფ–ი და ო-რ გ-ძე, რომელთა ქორწინებაც რეგისტრირებული იყო საქართველოში, ქ. თბილისში 1993 წლის 27 აგვისტოს. საფრანგეთის ქ. ტულუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. 2015 წლის 14 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ო-რ გ-ძის წარმომადგენელმა - შ. ბ–მა და მოითხოვა საფრანგეთის ქ. ტულუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით ო. გ-ძის შუამდგომლობა საფრანგეთის ქ. ტულუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების (განქორწინების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინების ასლი და ო-რ გ-ძის შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ჩაბარა ნ-ო ფ–ის დედას ლ-ა ფ–ს 2015 წლის 30 სექტემბერს.ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: საფრანგეთის ქ. ტულუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ ნ-ო ფ–ი და ო-რ გ-ძე, რომელთა ქორწინებაც რეგისტრირებული იყო საქართველოში, ქ. თბილისში 1993 წლის 27 აგვისტოს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, საფრანგეთის ქ. ტულუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ო-რ გ-ძის შუამდგომლობა საფრანგეთის ქ. ტულუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისთაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საფრანგეთის ქ. ტულუზის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ (ქორწნიების რეგისტრაცია: საქართველო, ქ. თბილისში 1993 წლის 27 აგვისტო) ნ-ო ფ–ი და ო-რ გ-ძე. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი