საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ა-3155-შ-63-2015 20 ოქტომბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე-ე კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ს–ა კ-დ პ-რ კ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს – გერმანიის ქ. ბადენ-ბადენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება (განქორწინების ნაწილი)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ქ. ბადენ-ბადენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შეწყდა ს–ა კ-დ პ-რ კ-სა და ე-ე კ-ს შორის 2006 წლის 23 ივნისს კარლსრუეს მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო #341).
გერმანიის ქ. ბადენ-ბადენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. 2015 წლის 17 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე-ე კ-მა და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტის ნაწილში გერმანიის ქ. ბადენ-ბადენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ე. კ-ის შუამდგომლობა ქორწინების შეწყვეტის ნაწილში გერმანიის ქ. ბადენ-ბადენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ წარმოება–ი იქნა მიღებული განსახილველად. წარმოდგენილია ს–ა კ-დ პ-რ კ-ის თანხმობა გერმანიის ქ. ბადენ-ბადენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:გერმანიის ქ. ბადენ-ბადენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შეწყდა ს-ა კ-დ პ-რ კ-სა და ე-ე კ-ს შორის 2006 წლის 23 ივნისს კარლსრუეს მმაჩის ბიუროს მიერ რესგისტრირებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო #341).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.8. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის ქ. ბადენ-ბადენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ს-ა კ-დ პ-რ კ-სა და ე-ე კ-ს შორის 2006 წლის 23 ივნისს კარლსრუეს მმაჩის ბიუროს მიერ რესგისტრირებული ქორწინების (ქორწინების სარეგისტრაციო #341) შეწყვეტის შესახებ ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ე-ე კ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ. ბადენ-ბადენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ს-ა კ-დ პ-რ კე-სა და ე-ე კ-ს შორის 2006 წლის 23 ივნისს კარლსრუეს მმაჩის ბიუროს მიერ რესგისტრირებული ქორწინების (ქორწინების სარეგისტრაციო #341) შეწყვეტის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ. ბადენ-ბადენის საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ს-ა კ-დ პ-რ კ-სა და ე-ე კ-ს შორის 2006 წლის 23 ივნისს კარლსრუეს მმაჩის ბიუროს მიერ რესგისტრირებული ქორწინების (ქორწინების სარეგისტრაციო #341) შეწყვეტის ნაწილში. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი