საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ა-3197-შ-65-2015 20 ოქტომბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ-ე ც-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – კ-დ ჰ-რ ბ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს – გერმანიის ქ. მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ქ. მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ ქ-ე ც-ძე და კ-დ-ჰ-რ-ბ-ი, რომელთა ქორწინებაც რეგისტრირებული იყო 2006 წლის 30 მაისს მიუნხენის მმაჩის ბიუროს მიერ (ქორწინების სარეგისტრაციო #1246/2006).. გერმანიის ქ. მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2013 წლის 27 ივლისს. 2015 წლის 25 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქ-ე ც-ძემ და მოითხოვა გერმანიის ქ. მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ქ. ც-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ. მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების (განქორწინების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინების ასლი და ქ-ე ც-ძის შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ჩაბარა კ-დ ჰ-რ ბ-ს 2015 წლის 22 სექტემბერს.ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: გერმანიის ქ. მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ ქ-ე ც-ძე და კ-დ-ჰ-რ-ბ-ი, რომელთა ქორწინებაც რეგისტრირებული იყო 2006 წლის 30 მაისს მიუნხენის მმაჩის ბიუროს მიერ (ქორწინების სარეგისტრაციო #1246/2006). „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის ქ. მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ქ-ე ც-ძის შუამდგომლობა გერმანიის ქ. მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ. მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ქ-ე ც-ძისა და კ-დ-ჰ-რ-ბ-ის განქორწინების ნაწილში, რომელთა ქორწინებაც რეგისტრირებული იყო 2006 წლის 30 მაისს მიუნხენის მმაჩის ბიუროს მიერ (ქორწინების სარეგისტრაციო #1246/2006). განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი