საქმე №ას-635-601-2015 22 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. მ.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, არაკეთილსინდისიერ მფლობელად ცნობისა და უძრავ ქონებასთან მიმართებაში განხორციელებული განკარგვის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ბ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს „ბ.-ასა“ და სს „გ.--ს“ შორის 2004 წლის 15 სექტემბრის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება „კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ.“ სს „გ.--ს,“ შპს გ.--ს,“ ლ. მ.-ეს, რ. მ.-ესა და ოთარ ფილიპიას სს „ბ.-ის“ სასარგებლოდ №.../კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა 483334,42 ლარის ოდენობით. სს „გ.--ს,“ შპს „გ.--ს,“ ლ. მ.-ეს, რ. მ.-ესა და ოთარ ფილიპიას სს ბ.-ას’’ სასარგებლოდ №.../კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის 53 769 ლარის გადახდა. სს ,,გ.-’’-ს, შპს ,,ბ.-’’-ს, ლ. მ.-ეს, რ. მ.-ესა და ოთარ ფილიპიას სს ბ.-ას’’ სასარგებლოდ №89174/09/კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე სოლიდარულად დაეკისრათ პროცენტის 1 012,66 ლარის გადახდა. სს ,,გ.-’’-ს, შპს ,,ბ.-’’-ს, ლ. მ.-ეს, რ. მ.-ესა და ოთარ ფილიპიას სს ბ.-ას’’ სასარგებლოდ №89174/09/კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს 19 ლარის გადახდა. სს ,,გ.-’’-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს ბანკ ,,რესპუბლიკას’’ სს ,,გ.-’’-ის სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემა: ა) კრაზ 250, სახელმწიფო ნომერი ...; ბ) კამაზ 5511, სახელმწიფო ნომერი ...; გ) მაზ 5549, სახელმწიფო ნომერი ...; დ) გაზ 21213, სახელმწიფო ნომერი ...; ე) ერაზ 762 ბ, ...; ვ) სატკეპნი თვითვამალი; ზ) ავტოგრეიდერი D3-143; თ) ბულდოზერი ჩებოქსარი; ი) ბულდოზერი ჩ-109; კ) FORD CARACIO სახელმწიფო ნომერი ... (ტ.4521-539).
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ლ. მ.-ემ, რ. მ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით რ. და ლ. მიქუტაძეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივით გაასაჩივრა რ. მ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თა.ხმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თა.ხმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თა.ხმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თა.ხმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თა.მდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინება რ. მ.-ეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ გზავნილი კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრს – ა. მ.-ეს (ძმიშვილი) ჩაბარდა 2013 წლის 5 ნოემბერს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 6 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 18 ნოემბერს ვინაიდან 17 ნოემბერი იყო არასამუშაო დღე – კვირა, ხოლო კერძო საჩივარი რ. მ.-ემ შეიტა. 2015 წლის 29 მაისს (ტ.5, ს.ფ.538-539), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. მ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 420-ე მუხლებით 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. მ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი