საქმე №ას-1148-1080-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ბ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინებაზე, საქმეზე, ნ. ბ-ის და ა. მ-ის სარჩელის გამო, დ. ბ-სა და შპს „კ-ის“ მიმართ შპს-ს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, ასევე დ. ბ-ს სარჩელის გამო, ნ. ბ-ის მიმართ გარიგების ბათილად ცნობისა და წილის დაბრუნების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილ. საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგარძელება ან აღდგენა დაუშვებელ.. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინება, ნ. ბ-ეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე მაგრამ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ მისამართზე არ იმყოფებოდა ადრესატი. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაეგზავნა ნ.ბ-ის წარმომადგენელ ქ. უ-ს საქმეში არსებულ მისამართზე თუმცა ვერც მისთვის ჩაბარება მოხერხდა. სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუგზავნა განჩინება ქ.უ-ს, რომელიც 2015 წლის 25 აგვსიტოს ჩაბარდა ა.გ-ს (ტ.IV, ს.ფ.35).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილ. ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 26 აგვისტოს და ამოიწურა 2015 წლის 6 სექტემბერს, მაგრამ ვინაიდან 6 სექტემბერი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა ჩაითვალოს 2015 წლის 7 სექტემბერს. საქმეში წარმოდგენილი, კერძო საჩივარზე დართული საფოსტო ბარათით დასტურდება რომ, კერძო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2015 წლის 27 ოქტომბერს, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველ..
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ნ. ბ-ის წარმომადგენელ ქ. უ-ის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, კერძოდ, წარმომადგენლის მითითებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე და ამავე პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს - ა. გ-ს, რომელიც არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი სისხლის სამართლის სპეცალიზაციით. პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ მიუთითებს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე პირისათვის გზავნილის ჩაბარების დაუშვებლობაზე, ამასთან, აღსანიშნავია, რომ ა. გ-ი არის ნ. ბ-ის წარმომადგენელი, რაც დასტურდება საქმეში არსებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობით. თუმცა მინდობილობის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ა.გ-ისათვის ჩაბარება ჩაითვლებოდა უშუალოდ ქ. უ-ისათვის ჩაბარებად გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილიდან. გარდა ამისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინება, ქ. უ-ისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნისა და მისთვის ჩაუბარებლობის მომენტიდან ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილისა. გასათვალისწინებელ. ის გარემოება რომ, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა დარღვეულ. წარმომადგენლისათვის გაგაზავნილი კორესპოდენციის სასამართლოში დაბრუნების მომენტიდანაც.
გარდა ზემოთ მოყვანილი მსჯელობისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებაზე იმასთან დაკავშირებით რომ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს წაერთვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და სასამართლოს მეშვეობით დარღვეული უფლებების დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ნ. ბ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. შესაბამისად, მხარის უფლება, გაასაჩივროს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება, განსახილველ შემთხვევაში არ შეზღუდულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლ.ნად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე გადახდილ. სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, რაც ექვემდებარება დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 420-ე, 416-ე. 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. კერძო საჩივრის ავტორ ნ. ბ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. მ-ს მიერ 2015 წლის 27 ოქტომბერს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე