Facebook Twitter

საქმე №ას-809-760-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. გ-მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ხ-ი (მოპასუხე)

მესამე პირები – ბ. ქ-ი, ი. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. გ-მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებით ი. გ-მ-ის წარმომადგენლის რ.გ-ის შუამდგომლობა მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად ბ. ქ-სა და ი. ხ-ის ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა; საქმეში მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ბ. ქ-ი და ი. ხ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.გ-მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ი. გ-მ-მა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით ი. გ-მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით ი. გ-მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნი., რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ 2015 წლის 27 მაისის სხდომაზე გამოაცხადა დასაბუთებული განჩინება. გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელე ი. გ-მ-ის წარმომადგენელი რ. გ-ი, რომელსაც სხვა უფლებებთან ერთად, მხარისგან მინიჭებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებაც (ტ. 2. ს.ფ. 59-60). შესაბამისად, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო დასაბუთებული განჩინების გამოცხადებიდან მეორე დღეს - 2015 წლის 28 მაისს და ამოიწურა 2015 წლის 10 ივნისს. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 29 ივნისს, რითაც დაარღვი. კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

პალატამ არ გაიზი.რა სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 27 მაისის სხდომაზე გამოცხადდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. საქმეში არსებული სხდომის ოქმით სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნი., რომ მითითებულ სხდომაზე მოსამართლემ გამოაცხადა დასაბუთებული განჩინება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით მხარეებს განემარტათ, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა გამოცხადების მომენტიდან.

პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული. არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, რომ მხარემ ამ უფლების რეალიზება უნდა მოახდინოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ი. გ-მ-ის საპროცესო უფლება - გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით - რეალიზებული არ იქნა კანონით დადგენილ ვადაში.

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ი. გ-მ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. გ-მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ.

საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ განჩინებას მხარეთათვის გადასაცემად. მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 27 მაისის სხდომაზე მოსამართლეს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გამოუცხადები.. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორი., მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ 2015 წლის 27 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს დასაბუთებული განჩინება არ გამოუცხადები.. აღნიშნული არგუმენტი სრულიად დაუსაბუთებელი. და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ 2015 წლის 27 მაისის სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა დასაბუთებული განჩინება, რომლითაც ი. გ-მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ ამ განჩინების გასაჩივრება დაიშვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, განჩინების გამოცხადების მომენტიდან 14 დღის ვადაში (ტ.2. ს.ფ. 102-108). 2015 წლის 27 მაისის სხდომის ოქმით ირკვევა ასევე, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა საჩივრის ავტორის, ი. გ-მ-ის წარმომადგენელი რ. გ-ი, რომელსაც 2015 წლის 14 მარტს გაცემული მინდობილობის შესაბამისად, მინიჭებული ჰქონდა ი. გ-მ-ის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება (ტ. 2. ს.ფ. 59-60).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, ამიტომ მისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გამოცხადების მომენტიდან, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მითითებული ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 28 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 10 ივნისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 29 ივნისს ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად ი. გ-მ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ასევე მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში ეს საკითხი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ვინაიდან კერძო საჩივრით გასაჩივრებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. გ-მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე