საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №010222215900000622
საქმე№ა-2947-შ-60-2015 24 ნოემბერი, 2015 წელი
№ა-2947-შ-60-2015 გ-ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ-ზ გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ-ა კ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს – საბერძნეთის ქ. როდოპის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის ქ. როდოპის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა ქორწინება მ-ზ გ-სა და ვ-ა კ-ს შორის, რომელიც რეგისტრირებული იყო საქართველოში, ქ. სოხუმში 2005 წლის 19 სექტემბერს.
საბერძნეთის ქ. როდოპის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. 2015 წლის 29 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ-ზ გ-მა და მოითხოვა საბერძნეთის ქ. როდოპის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განჩინებით მ. გ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ. როდოპის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განჩინება და მ. გ-ის შუამდგომლობა თანდარტულ მასალებთან ერთად გაეგზავნა ვ. კ-ს, რაც ჩაბარდა 2015 წლის 20 სექტემბერს.ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:საბერძნეთის ქ. როდოპის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა ქორწინება მ-ზ გ-სა და ვ-ა კ-ას შორის, რომელიც რეგისტრირებული იყო საქართველოში, ქ. სოხუმში 2005 წლის 19 სექტემბერს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.8. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, საბერძნეთის ქ. როდოპის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა ქორწინება მ-ზ გ-სა და ვ-ა კ-ას შორის (რეგისტრირებული საქართველოში, ქ. სოხუმში 2005 წლის 19 სექტემბერს), ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
მ-ზ გ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ. როდოპის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მოითხოვა საბერძნეთის ქ. როდოპის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილი იქნა საქართველოში, ქ. სოხუმში 2005 წლის 19 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება მ-ზ გ-სა და ვ-ა კ-ას შორის. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი