საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №010222215900000872
№ა-3302-შ-68-2015 17 ნოემბერი, 2015 წელი
№ა-3302-შ-68-2015პე-ო თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ეკ-ე პე-ო
მოწინააღმდეგე მხარე – ირ-ი გლ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს – საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ეკ-ე პე-ომ სასამართლოში სარჩელი აღძრა ირ-ი გლ-ის მიმართ და მოითხოვა მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა და ალიმენტის დაკისრება.
2. რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ ირ-ი გლ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება ალ- გლ-ას მიმართ (დაბ. 24.11.2010წ.) და ეკ-ე პე-ოს მიმართ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის (ა. გლ-ა) რჩენისათვის შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით.
3. სასამართლოს სხდომის თაობაზე მოპასუხე ი. გლ-ი გაფრთხილებული იყო სათანადო წესით.
4. რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
5. 2015 წლის 10 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ეკ-ე პე-ომ და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობა ალიმენტის დაკისრების ნაწილში და აღსრულება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ე. პე-ოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (ალიმენტის დაკისრების ნაწილში) ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინების ასლი და ეკ-ე პე-ოს შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად რამოდენიმეჯერ გაეგზავნა ირ-ი გლ-ს საქმესი არსებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ირ-ი გლ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებისა და ეკ-ე პე-ოს შუამდგომლობის თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
11. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (ალიმენტის დაკისრების ნაწილში) ცნობა და აღსრულება .
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
13. ეკ-ე პე-ოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (ალიმენტის დაკისრების ნაწილში) ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
14. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილი, რომლის შესაბამისადაც ირ-ი რობერტის ძე გლ-ს (დაბ. 11.03.1966 წ.), მცხ. საქართველოსი, ქ. ბათუმი, წერეთლის ქ. #12, ეკ-ე ვიაჩესლავის ასულ პე-ოს (დაბ. 18.12. 1984წ.) მცხ: რფ, სარატოვის ოლქის ქ. ენგელსი, ტელმანის ქ. 6, ბ. 515 სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის ალ- ირ-ის ასულ გლ-ას (დაბ. 04.12.2014წ.) რჩენისატვის ალიმენტის გადახდა მისი ყველა სახის შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით 2014 წლის 04 დეკემბრიდან შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე და მოხდეს მისი აღსრულება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი