Facebook Twitter

№ა-3615-შ-79-2015 4 დეკემბერი, 2015 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – საჯარო სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს-ლ-ა“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს-ლ-ას“ (საქართველო; თბილისის საგადასახადო ინსპექციის საიდენტიფიკაციო ნომერი .....) დახურული სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“ (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი .....) სასარგებლოდ დაეკისრა ვალის გადახდა 2 146 473 რუბლისა და 56 კაპიკის, აგრეთვე, 698 აშშ დოლარისა და 6 ცენტის ფარგლებში, მასვე დაევალა მოსარჩელის – დახურული სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ხარჯის – 33 839 რუბლისა და 40 კაპიკის ანაზღაურება. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ აშშ დოლარში გამოხატული ფულადი სახსრების დაკისრება განხორციელდეს რუბლის ფულად ერთეულში, დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თარიღის მდგომარეობით რუსეთის ბანკის კურსის მიხედვით.

2. საჯარო სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საჯარო სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“ შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ საჯარო სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქმეზე დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს-ლ-ას“ (საქართველო; თბილისის საგადასახადო ინსპექციის საიდენტიფიკაციო ნომერი ...) დახურული სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“ (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი .....) სასარგებლოდ დაეკისრა ვალის გადახდა 2 146 473 რუბლისა და 56 კაპიკის, აგრეთვე, 698 აშშ დოლარისა და 6 ცენტის ფარგლებში, მასვე დაევალა მოსარჩელის – დახურული სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ხარჯის – 33 839 რუბლისა და 40 კაპიკის ანაზღაურება. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ აშშ დოლარში გამოხატული ფულადი სახსრების დაკისრება განხორციელდეს რუბლის ფულად ერთეულში, დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თარიღის მდგომარეობით რუსეთის ბანკის კურსის მიხედვით.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

7. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

8. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს-ლ-ას“ (საქართველო; თბილისის საგადასახადო ინსპექციის საიდენტიფიკაციო ნომერი .....) დახურული სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“ (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი .....) სასარგებლოდ დაეკისრა ვალის გადახდა 2 146 473 რუბლისა და 56 კაპიკის, აგრეთვე, 698 აშშ დოლარისა და 6 ცენტის ფარგლებში, მასვე დაევალა მოსარჩელის – დახურული სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ხარჯის – 33 839 რუბლისა და 40 კაპიკის ანაზღაურება, ამასთან, ამავე განჩინებით დადგინდა, რომ აშშ დოლარში გამოხატული ფულადი სახსრების დაკისრება განხორციელდეს რუბლის ფულად ერთეულში, დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თარიღის მდგომარეობით რუსეთის ბანკის კურსის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საჯარო სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს-ლ-ას“ (საქართველო; თბილისის საგადასახადო ინსპექციის საიდენტიფიკაციო ნომერი .....) დახურული სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“ (ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი .....) სასარგებლოდ დაეკისრა ვალის გადახდა 2 146 473 რუბლისა და 56 კაპიკის, აგრეთვე, 698 აშშ დოლარისა და 6 ცენტის ფარგლებში, მასვე დაევალა მოსარჩელის – დახურული სააქციო საზოგადოება „ს. ს. პ-ა“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ხარჯის – 33 839 რუბლისა და 40 კაპიკის ანაზღაურება, ამავე განჩინებით დადგინდა, რომ აშშ დოლარში გამოხატული ფულადი სახსრების დაკისრება განხორციელდეს რუბლის ფულად ერთეულში, დასახელებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თარიღის მდგომარეობით რუსეთის ბანკის კურსის მიხედვით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მომხსენებელი: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი