Facebook Twitter

№ა-3493-შ-74-2015 4 დეკემბერი, 2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ. ხ-ა (წარმომადგენელი დ. ბ-ე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“, ა. ო-ის ძე გ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ჩერტანოვის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ (მოპასუხე მხარისათვის მის სასარგებლოდ 7 078 885 რუბლისა და 30 კაპიკის დაკისრების ნაწილში) და ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ჩერტანოვის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ე-სა“ და ა. ო-ის ძე გ-ეს შპს „ს. ს. კ. ა-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ფულადი თანხის – 7 091 048 რუბლისა და 22 კაპიკის გადახდა, სესხის ხელშეკრულების მიხედვით.

2. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ჩერტანოვის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით დადგინდა, რომ სამოქალაქო საქმეზე №....., შპს „ს.-ს. კ. ა-ს“ სარჩელისა გამო შპს „ე-ისა“ და ა.ო. გ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების დაკისრების თაობაზე, განხორციელდეს კრედიტორის – შპს „ს.-ს. კ. ა-ს“ შეცვლა უფლებამონაცვლით – ზ. გ. ასული ხ-ათი (..., ქალაქი მოსკოვი, პ-ას ქუჩა, სახლი .., ბინა ..).

3. ზ. ხ-ამ, წარმომადგენელ დ. ბ-ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ჩერტანოვის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე მხარისათვის მის სასარგებლოდ 7 078 885 რუბლისა და 30 კაპიკის დაკისრების ნაწილში და ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, რაც იმით დაასაბუთა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ნაწილობრივ უკვე აღსრულდა და დავალიანების დანარჩენი თანხა 2015 წლის 26 მაისის მდგომარეობით 7 078 885 რუბლსა და 30 კაპიკს შეადგენს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ზ. ხ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ზ. ხ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქმეზე დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ჩერტანოვის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ე-სა“ და ა. ო-ის ძე გ-ეს შპს „ს. ს. კ. ა-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ფულადი თანხის – 7 091 048 რუბლისა და 22 კაპიკის გადახდა, სესხის ხელშეკრულების მიხედვით.

7. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ჩერტანოვის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით დადგინდა, რომ სამოქალაქო საქმეზე №....., შპს „ს. ს. კ. ა-ს“ სარჩელისა გამო შპს „ე-ისა“ და ა.ო. გ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების დაკისრების თაობაზე, განხორციელდა კრედიტორის – შპს „ს. ს. კ. ა-ს“ შეცვლა უფლებამონაცვლით – ზ. გ. ასული ხ-ათი (..., ქალაქი მოსკოვი, პ-ს ქუჩა, სახლი .., ბინა ..).

8. ზ. ხ-ამ, წარმომადგენელ დ. ბ-ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ჩერტანოვის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე მხარისათვის მის სასარგებლოდ 7 078 885 რუბლისა და 30 კაპიკის დაკისრების ნაწილში და ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, რაც იმით დაასაბუთა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ნაწილობრივ აღსრულდა და დავალიანების თანხა 2015 წლის 26 მაისის მდგომარეობით 7 078 885 რუბლსა და 30 კაპიკს შეადგენს.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

10. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

11. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ჩერტანოვის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე-სა“ და ა. ო-ის ძე გ-ეს შპს „ს. ს. კ. ა-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ფულადი თანხის – 7 078 885 რუბლისა და 30 კაპიკის გადახდა, სესხის ხელშეკრულების მიხედვით, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ჩერტანოვის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება, რომლითაც დადგინდა, რომ სამოქალაქო საქმეზე №....., შპს „ს. ს. კ. ა-ს“ სარჩელისა გამო შპს „ე-ისა“ და ა.ო. გ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების დაკისრების თაობაზე, განხორციელდა კრედიტორის – შპს „ს. ს. კ. ა-ს“ შეცვლა უფლებამონაცვლით – ზ. გ-ს ასული ხ-ათი (..., ქალაქი მოსკოვი, პ-ს ქუჩა, სახლი .., ბინა ...), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ხ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ჩერტანოვის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე-სა“ და ა. ო-ის ძე გ-ეს შპს „ს. ს. კ. ა-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ფულადი თანხის – 7 078 885 რუბლისა და 30 კაპიკის გადახდა, სესხის ხელშეკრულების მიხედვით, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ჩერტანოვის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება, რომლითაც დადგინდა, რომ სამოქალაქო საქმეზე №....., შპს „ს. ს. კ. ა-ს“ სარჩელისა გამო შპს „ე-ისა“ და ა.ო. გ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების დაკისრების თაობაზე, განხორციელდა კრედიტორის – შპს „ს. ს. კ. ა-ს“ შეცვლა უფლებამონაცვლით – ზ. გ-ის ასული ხ-ათი (..., ქალაქი მოსკოვი, პ-ას ქუჩა, სახლი .., ბინა ..).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მომხსენებელი: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი