Facebook Twitter

საქმე №ა-4556-გან-6-2015 9 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - 1. ა. რ. კ-ი 2. შპს „ა. ფ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ 1. შპს „ა. ჯ-ი“ 2. შპს „კ. კ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინების განმარტება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ა. ჯ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. რ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის _ 371 000 ლარის, ამ თანხით სარგებლობის შედეგად მიღებული შემოსავლის _ 105 690 ლარისა და ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად ზიანის _ დასაბრუნებელი თანხის 0,1%-ის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. ა. რ. კ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა შპს „ა. ჯ-ისათვის“ სხვადასხვა დროს უპროცენტო სესხად გადაცემული თანხის _ 26 257,5 ევროს დაკისრება

4. შპს „ა. ჯ-მა“ უარყო მხარეთა შორის სესხის სამართლებრივი ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ჩარიცხული თანხები მას და შპს „ა. ფ-ს“ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში თხილის ბიზნესის წარმოების თანხებს წარმოადგენდა, შესაბამისად, ითხოვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. რ. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 251 000 ლარისა და 26 370 ლარის გადახდა, სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მასვე უარი ეთქვა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე. ამავე გადაწყვეტილებით ა. რ. კ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, შპს „ა. ჯ-მა“ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხისათვის დამატებით 105 690 ლარის დაკისრება, ხოლო ა. რ. კ-მა _ შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. რ. კ-ს შპს „ა. ჯ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 251 000 ლარისა და ზიანის _ 62 750 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა. რ. კ-ის შეგებებული სარჩელი ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ა. ჯ-ს“ ა. რ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 26 257,5 ევროს გადახდა.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, ა. რ. კ-მა მოითხოვა შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შპს „ა. ჯ-მა“ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ა. რ. კ-ისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება (26 370 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება).

9. საკასაციო პალატას მომართა შპს „ა. ჯ-ის“ წარმომადგენელმა და განცხადებას დაურთო 2015 წლის 2 მარტის ხელშეკრულება მოთხოვნათა დათმობის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა. ჯ-მა“ შპს „კ. კ-ს“, მის მიმართ არსებული დავალიანების სანაცვლოდ, დაუთმო წინამდებარე დავაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. რ. კ-ისათვის დაკისრებული თანხის მოთხოვნის უფლება, რის გამოც შპს „კ. კ-მა“ ამ მოთხოვნის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობაში ჩაანაცვლა შპს „ა. ჯ-ი“.

10. სასამართლოს ასევე მომართა შუამდგომლობით ა. რ. კ-მა და მოითხოვა მის უფლებამონაცვლედ საქმეში შპს „ა. ფ-ის“ დაშვება. შუამდგომლობის საფუძვლიანობა დასაბუთებულია 2015 წლის 24 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც ა. რ. კ-ის მიმართ, ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა. ფ-ს“ გააჩნდა დავალიანება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ს“ შპს „ა. ფ-ის“ სასარგებლოდ ეკისრებოდა 410 210 ლარის, 5 000 ლარისა და 200 200 ევროს გადახდა. წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ს“ ა. რ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 26 257,5 ევროს გადახდა. შპს „ა. ფ-მა“ ა. რ. კ-ს დაუთმო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ შპს „ა. ჯ-ისათვის“ დაკისრებული თანხა და 120 000 ევროს ნაწილში მათ შორის არსებული სასესხო ურთიერთობა შეწყდა, ხოლო კასატორმა შპს „ა. ფ-ს“ დაუთმო წინამდებარე დავის ფარგლებში მოგებული თანხის მოთხოვნის უფლება.

11. როგორც ერთ, ისე, მეორე შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის დაშვების საფუძველი და 2015 წლის 6 აპრილისა და 16 სექტემბრის განჩინებებით განცხადებები დაკმაყოფილდა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ა. რ. კ-ის უფლებამონაცვლე შპს „ა. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ა. ჯ-ის“ უფლებამონაცვლე შპს „კ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

13. 2015 წლის 1 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა ა. რ. კ-ისა და შპს „ა. ფ-ის“ წარმომადგენელმა გ. გ-ემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინების განმარტება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა. რ. კ-ისა და შპს „ა. ფ-ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინების განმარტების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით შპს „კ. კ-ი“ ცნობილ იქნა შპს „ა. ჯ-ის“ უფლებმონაცვლედ სამოქალაქო საქმეში შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის გამო, ა. რ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ისათვის“ ა. რ. კ-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის – 26257,50 ევროს მოთხოვნის ნაწილში ა. რ. კ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ა. ფ-ი“, სამოქალაქო საქმეზე შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელის გამო, ა. რ. კ-ის მიმართ, ასევე ა. რ. კ-ის შეგებებული სარჩელის გამო, შპს „ა. ჯ-ის“ მიმართ თანხის დაკირების თაობაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ა. რ. კ-ის უფლებამონაცვლე შპს „ა. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ა. ჯ-ის“ უფლებამონაცვლე შპს „კ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

5. ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილის 2.3. პუნქტში, საკასაციო პალატამ აღნიშნა რომ, წინამდებარე სამოქალაქო საქმეში, ორივე პირის უფლებამონაცვლეობის საფუძველი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის დათმობის ურთიერთობაა იმგვარად, რომ სახეზე არ გვაქვს ამავე კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრული ვა.ს გადაკისრება, შესაბამისად, საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინებებით დაშვებული უფლებამონაცვლეობა მხოლოდ კრედიტორულ მოთხოვნებს შეეხება და ურთიერთსარჩელებზე მოპასუხეებად კვლავ შპს „ა. ჯ-ი“ და ა. რ. კ-ი რჩებიან.

6. სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით ა. რ. კ-ისა და შპს „ა. ფ-ის“ წარმომადგენელი გ. გ-ე ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინების განმარტებას, კერძოდ, განმცხადებლი მოითხოვს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მიეთითოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ, საქმე რომელ მხარეებს შორის უნდა იქნას ხელახლა განხილული. გ.გ-ე ასევე აღნიშნავს რომ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მისთვის გადაცემული სასამართლო უწყების მიხედვით, ის დაბარებულია სასამართლოში როგორც აპელანტ შპს „ა. ფ-ისა“ და მესამე პირის წარმომადგენელი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეებად მითითებული არიან შპს „ა. ფ-ი“ და შპს „კ. კ-ი“.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია განმარტოს გადაწყვეტილება (განჩინება) იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამქეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს განჩინებით დავა საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, რის გამოც ის არ წარმოადგენს აღსასრულბად გადაწყვეტილებას. ამდენად არ არსებობს გადაწყვეტილების განმარტების კანონისმიერი საფუძველი.

10. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილის 2.3. პუნქტში ნათლად და გარკვევით არის მითითებული, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველი, რაც სრულად შეესაბამება როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის, ასევე სამოქალაქო კოდექსის 199-ე და 203-ე მუხლების მოთხოვნებს. ამასთან, არაორაზროვნად და კანონშესაბამისადაა ჩამოყა.ბებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილიც, რომელიც სავსებით ემყარება განჩინების სამოტივაციო ნაწილში ასახულ მსჯელობას.

11. რაც შეეხება, განმცხადებლის მითითებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მისთვის გადაცემულ სასამართლო უწყებაში არსებულ გაუგებრობაზე, რომელიც შეეხება საქმეში მონაწილე პირების საპროცესო სტატუსს, პალატა განმარტავს რომ, აღნიშნული საკითხის განხილვა ცდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას, ვინაიდან საქმის განხილვა მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინების განმარტების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. რ. კ-ისა და შპს „ა. ფ-ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე