Facebook Twitter

საქმე №ა-3523-შ-76-2015 6 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები: 1. ლ. ა-ა

2. ბელარუსის რესპუბლიკის ლენინსკის რაიონის ქ.ბრესტის სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ბ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ლენინსკის რაიონის ქ.ბრესტის სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სარჩოსა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბელარუსის რესპუბლიკის ლენინსკის რაიონის ქ.ბრესტის სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ბ-ას (დაბ: 24.07.1979წ.) ლ. ა-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ ს. ა-ას (დაბ: 26.08.2013წ.) რჩენისათვის, 2014 წლის 10 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, დაეკისრა ალიმენტის _ ყოველგვარი გამომუშავებისა და სხვა სახის შემოსავლის 25%-ის, მაგრამ არა ნაკლებ ერთ სულ საშუალო მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 50%-ის გადახდა, ხოლო ლ. ა-ას სასარგებლოდ _ 2014 წლის 10 თებერვლიდან ბავშვის მიერ სამი წლის ასაკის მიღწევამდე (26.08.2016 წლამდე) ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე ფულადი თანხის გადახდა 10 (ათი) საბაზო მოცულობის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე ი. ბ-ას ბელარუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 2 159 750 რუბლის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ა-ამ და მოითხოვა ალიმენტის, ასევე, მის სასარგებლოდ დაკისრებული ფულადი თანხის ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის ლენინსკის რაიონის ქ.ბრესტის სასამართლომაც და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ითხოვა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

4. შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა შემდეგი:

ა) მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, მას, ასევე, ბელარუსის რესპუბლიკაში მოქმედი საპროცესო წესების თანახმად, ჩაბარდა სასარჩელო განცხადება, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა;

ბ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარეები მოითხოვენ, შესულია კანონიერ ძალაში და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არც ერთ ნაწილში არ აღსრულებულა.

გ) ირკვევა, რომ მოპასუხეს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ადგილი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობები მიღებულ იქნა განსახილველად, ამასთანავე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქმის მასალები და განესაზღვრა ვადა აზრის გამოსათქმელად, ასევე განემარტა, რომ უფლება ჰქონდა, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა.

6. საკასაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპოდენცია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 23 ოქტომბერს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შუამდგომლობის ავტორების მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ლ. ა-ასა და ბელარუსის რესპუბლიკის ლენინსკის რაიონის ქ.ბრესტის სასამართლოს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ბელარუსის რესპუბლიკის, ლენინსკის რაიონის ქ.ბრესტის სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ბ-ას (დაბ: 24.07.1979წ.) ლ. ა-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ ს. ა-ას (დაბ: 26.08.2013წ.) რჩენისათვის, 2014 წლის 10 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, დაეკისრა ალიმენტის _ ყოველგვარი გამომუშავებისა და სხვა სახის შემოსავლის 25%-ის, მაგრამ არა ნაკლებ ერთ სულ საშუალო მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 50%-ის გადახდა, ხოლო ლ. ა-ას სასარგებლოდ _ 2014 წლის 10 თებერვლიდან ბავშვის მიერ სამი წლის ასაკის მიღწევამდე (26.08.2016 წლამდე) ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლადმე ფულადი თანხის გადახდა 10 (ათი) საბაზო მოცულობის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე ი. ბ-ას ბელარუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 2 159 750 რუბლის გადახდა.

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ა-ამ და მოითხოვა ალიმენტის, ასევე, მის სასარგებლოდ დაკისრებული ფულადი თანხის ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის ლენინსკის რაიონის ქ.ბრესტის სასამართლომაც და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ითხოვა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

5. შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა შემდეგი:

ა) მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, მას ასევე, ბელარუსის რესპუბლიკაში მოქმედი საპროცესო წესების თანახმად, ჩაბარდა სასარჩელო განცხადება, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა;

ბ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარეები მოითხოვენ, შესულია კანონიერ ძალაში და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არც ერთ ნაწილში არ აღსრულებულა.

გ) ირკვევა, რომ მოპასუხეს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ადგილი.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

7. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის, ლენინსკის რაიონის ქ.ბრესტის სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ა-ასა და ბელარუსის რესპუბლიკის ლენინსკის რაიონის ქ.ბრესტის სასამართლოს შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ლენინსკის რაიონის ქ.ბრესტის სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც:

ა) ი. ბ-ას (დაბ: 24.07.1979წ.) ლ. ა-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის _ ს. ა-ას (დაბ: 26.08.2013წ.) რჩენისათვის, 2014 წლის 10 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, დაეკისრა ალიმენტის _ ყოველგვარი გამომუშავებისა და სხვა სახის შემოსავლის 25%-ის, მაგრამ არა ნაკლებ ერთ სულ საშუალო მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 50%-ის გადახდა, ხოლო ლ. ა-ას სასარგებლოდ _ 2014 წლის 10 თებერვლიდან ბავშვის მიერ სამი წლის ასაკის მიღწევამდე (26.08.2016 წლამდე) ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე ფულადი თანხის გადახდა 10 (ათი) საბაზო მოცულობის ოდენობით;

ბ) ი. ბ-ას ბელარუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 2 159 750 რუბლის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური