Facebook Twitter

საქმე №ას-1071-1010-2015 7 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ." 50%-იანი წილის მფლობელი ი. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე, დ. გ-ე, ლ. რ-ე, ტ. ი-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის შევსების ეტაპიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ბ-ემ, დ. გ-ემ, ლ. რ-ემ, ლ. რ-ემ და ტ. ი-მა სარჩელი აღძრეს შპს „ჰ." მიმართ ხელშეკრულების მოშლისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის, დ. გ-ის, ლ. რ-ის (უფლებამონაცვლეები ლ. რ-ე და ტ. ი-ი), ლ. რ-ის და ტ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოიშალა შპს „ჰ-სა“ და მ. ბ-ეს შორის 2008 წლის 11 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის და წინარე სასყიდობის ხელშეკრულება და შპს „ჰ-ს“ მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სულ 172 260 აშშ დოლარის გადახდა; მოიშალა შპს „ჰ-სა“ და დ. გ-ეს შორის 2008 წლის 16 აპრილს გაფორმებული ნასყიდობისა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს „ჰ-ს“ დ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სულ 45 700 აშშ დოლარის გადახდა; მოიშალა შპს „ჰ-სა“ და ლ. რ-ეს, ლ. რ-სა და ტ. ი-ს შორის 2008 წლის 1 მაისს გაფორმებული ნასყიდობისა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს „ჰ-ს“ ლ. რ-სა და ტ. ი-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა სულ 249 740 აშშ დოლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჰ-მა".

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შპს „ჰ." (წარმომადგენელი რ. ჯ-ე) სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს „ჰ.“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა ამ განჩინების მისთვის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარმოედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში, სადაც მითითებული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი. მასვე განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

7. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მის მიერ მითითებულ მისამართზე, ქ. ბ-ი, ტ-ის ქ. .... ბ. ...-ში და 2015 წლის 18 ივლისს ჩაბარდა შპს „ჰ.“ წარმომადგენელს, თ. ჯ-ეს. თუმცა აპელანტს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, ასევე ამავე კოდექსის 374-ე მუხლით და მიიჩნია, რომ შპს „ჰ.“ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ჰ." 50%-იანი წილის მფლობელმა ი. გ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2014 წლის სექტემბერში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მოქალაქეებმა მ. ბ-ემ, დ. გ-ემ, ლ. რ-ემ, ლ. რ-ემ და ტ. ი-მა შპს „ჰ.“ მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით. აღნიშნულ სასამართლო პროცესზე შპს „ჰ.“ დირექტორმა დ. შ-მა წარმომადგენლად მიავლინა რ. ჯ-ე. საქალაქო სასამართლოში შპს „ჰ-მა“ საქმე წააგო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-ემ, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზი აპელანტმა არ გამოასწორა, რადგან დირექტორმა დ. შ-მა გასცა განკარგულება დავის შეწყვეტაზე.

11. საჩივრის ავტორის განცხადებით, თავდაპირველად მან დიდი ნდობა გამოუცხადა ფირმის პარტნიორსა და დირექტორს დ. შ-ს, თუმცა სთხოვა, რომ მნიშვნელოვანი გარიგებები და ფირმის ქონების გასხვისება არ მოეხდინა მისი თანხმობის გარეშე. ამიტომ საჯარო რეესტრში მისი დირექტორად დანიშვნის პარალელურად შეიტანა პარტნიორთა დადგენილება დირექტორის შეზღუდული უფლებამოსილებით რეგისტრაციის შესახებ. საჯარო რეესტრმა კი დირექტორის შეზღუდული უფლებები რატომღაც დაარეგისტრირა დაგვიანებით - 2015 წლის 30 ივლისს.

12. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, დ. შ-ი იღებს ფირმისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს, რის გამოც დღეის მდგომარეობით მისი ფირმიდან გარიცხვისა და დირექტორობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო. ამრიგად, მან (ი. გ-ემ), როგორც ფირმის 50 % წილის მფლობელმა გადაწყვიტა თვითონ დაეცვა შპს „ჰ.“ ინტერესები და კერძო საჩივარი წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე.

13. საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 აგვისტოს განჩინება და საქმე ხარვეზის შევსების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რათა მან, როგორც დაინტერესებულმა პირმა მონაწილეობა მიიღოს საქმის წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო შპს „ჰ.“ 50%-იანი წილის მფლობელი ი. გ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული კერძო საჩივარი დაუშვებელ. და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

15. კერძო საჩივრის ავტორი საკუთარი და შპს „ჰ.“ სახელით ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებას, რომლითაც სასამართლომ განუხილველად დატოვა შპს „ჰ.“ სააპელაციო საჩივარი დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

16. კერძო საჩივრის ავტორი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ შპს „ჰ.“ დირექტორმა დ. შ-მა, რომელსაც მინდობილობით სასამართლოში კომპანიის წარმომადგენლობის უფლებამოსილება გადაცემული ჰქონდა რ. ჯ-ის, მიიღო კომპანიისათვის საზიანო გადაწყვეტილება დავის შეწყვეტაზე და არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, მას, როგორც კომპანიის 50% წილის მფლობელს უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა აღნიშნული განჩინება.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას, როგორც შპს „ჰ." 50%-იანი წილის მფლობელს, უფლება ჰქონდა მოცემულ დავასთან დაკავშირებით წარმოედგინა ორგანიზაციის ინტერესები სასამართლოში და გაესაჩივრებინა სადავო განჩინება.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლ.თ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

19. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით კი დადგენილ., რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

20. საქმის მასალებით დადგენილ., რომ კერძო საჩივრის შეტანის დროისთვის შპს „ჰ.“ დირექტორს წარმოადგენდა დ. შ-ი. სამეწარმეო რეესტრში დაცული ელექტრონული მონაცემების (საწარმოს ამონაწერის) შესაბამისად ირკვევა, რომ დ. შ-ს 2015 წლის 30 ივლისიდან აქვს შეზღუდული უფლებამოსილება. თუმცა რეესტრის მონაცემებით არ ირკვევა და არც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შპს „ჰ.“ დირექტორს შეზღუდული აქვს მესამე პირებთან დავაში კომპანიის სასამართლოში წარმოდგენის უფლებამოსილება. კერძო საჩივრის ავტორი ასევე არ უთითებს, რომ ანალოგიური შეზღუდვა პარტნიორთა შეთანხმებით ან წესდებით არის გათვალისწინებული.

21. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილ., რომ ი. გ-ე წარმოადგენს შპს „ჰ.“ 50 %-იანი წილის მესაკუთრეს (იხ. ს.ფ. 220), თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ორგანიზაციის პარტნიორს, ზოგადად, არ აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება. გამონაკლისია დავები უშუალოდ დირექტორის ან უმრავლესობაში მყოფი პარტნიორის წინააღმდეგ, როცა პარტნიორი უფლებამოსილ. კომპანიის სახელით აღძრას სარჩელი (დერივატული სარჩელი), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რადგან საქმე ეხება კომპანიასა და მესამე პირებს შორის დავას.

22. ამრიგად, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოცემულ დავაში ორგანიზაციის პარტნიორის მიერ კომპანიის წარმომადგენლობის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ი. გ-ე (როგორც შპს „ჰ.“ პარტნიორი), უფლებამოსილი არ იყო წარმოედგინა კერძო საჩივარი, რის გამოც სახეზეა აღნიშნული კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

23. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ი. გ-ის კერძო საჩივარი არსებითად იქნებოდა განხილული, მას არ ჰქონდა წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

24. განსახილველი საქმის მასალებით დადგენილ., რომ შპს „ჰ.“ ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში, ისევე როგორც, პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა რ. ჯ-ე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა 2015 წლის 12 თებერვალს შპს „ჰ.“ დირექტორის დ. შ-ის მიერ 1 წლის ვადით გაცემული მინდობილობის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 144). დადგენილია ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დაწესებისას (2015 წლის 14 ივლისისთვის) და ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების რ. ჯ-ის ჩაბარებისას (2015 წლის 18 ივლისისთვის) ორგანიზაციის დირექტორი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებით (შეუზღუდავად) იყო დ. შ-ი (იხ. ს.ფ. 220).

25. სამეწარმეო რეესტრში დაცული ელექტრონული მონაცემების შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „ჰ.“ დირექტორის, დ. შ-ის შეზღუდული უფლებამოსილება რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 30 ივლისს (https://enreg.reestri.gov.ge/). ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „ჰ-ის“ ხარვეზის დადგენისას (2015 წლის 14 ივლისის განჩინება), ასევე იმ პერიოდში, როდესაც აპელანტს ევალებოდა სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზის გამოსწორება (2015 წლის 19 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით) ორგანიზაციის დირექტორს შეუზღუდავი უფლებამოსილებით წარმოადგენდა დ. შ-ი, მისი სახელით გაცემული მინდობილობის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენელს სრული უფლება ჰქონდა განეხორციელებინა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები, რაც აპელანტმა არ გამოიყენა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, 187-ე მუხლის დანაწესი ვრცელდება ასევე საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვისას.

28. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლ.ნად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას.

29. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ჰ." 50%-იანი წილის მფლობელის ი. გ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები გამოვლინდა მისი წარმოებაში მიღების შემდეგ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს „ჰ.“ 50%-იანი წილის მფლობელი ი. გ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო; შპს „ჰ.“ 50%-იანი წილის მფლობელ ი. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2015 წლის 26 ოქტომბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე