Facebook Twitter

საქმე №ა-4076-შ-82-2015 7 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – პ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჩ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – კანადის კვებეკის პროვინციის მონრეალის ოლქის 2004 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

კანადის კვებეკის პროვინციის მონრეალის ოლქის 2004 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს – ს. ჩ-სა და პ. მ-ს შორის, 2000 წლის 21 ოქტომბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება.

პ. მ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის განხილულია ზეპირი მოსმენით და სასამართლო სხდომაზე მხარეები იღებდნენ მონაწილეობას, დასტურდება ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2004 წლის 26 მარტს შევიდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით პ. მ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ს. ჩ-ს გაეგზავნა 2015 წლის 18 ნოემბერს და ჩაბარდა 2015 წლის 24 ნოემბერს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ პ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, კანადის კვებეკის პროვინციის მონრეალის ოლქის 2004 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კანადის კვებეკის პროვინციის მონრეალის ოლქის 2004 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს – ს. ჩ-სა და პ. მ-ს შორის, 2000 წლის 21 ოქტომბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის განხილულია ზეპირი მოსმენით და სასამართლო სხდომაზე მხარეები იღებდნენ მონაწილეობას, დასტურდება ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2004 წლის 26 მარტს შევიდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, კანადის კვებეკის პროვინციის მონრეალის ოლქის 2004 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

პ. მ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე კანადის კვებეკის პროვინციის მონრეალის ოლქის 2004 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე კანადის კვებეკის პროვინციის მონრეალის ოლქის 2004 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მხარეებს – ს. ჩ-სა და პ. მ-ს შორის, 2000 წლის 21 ოქტომბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება); უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე