საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210014569423
№აs-860-810-2015 10 ნოემბერი, 2015 წელი
№აs-860-810-2015მ-ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი-კ მ-ის, ნ-ო ნ-ის და ნ-ა მ-ძის საკასაციო საჩივარის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე სს ლ-ი ბ-ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეების ი-კ მ-ის, ნ-ო ნ-ის და ნ-ა მ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის თაობაზე
პალატამ გამოარკვია:
სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნას მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული განჩინების თაობაზე იმავე წლის 28 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს ნ-ა მ-ეს, ხოლო ი-კ მ-ს და ნ-ო ნ-ს გზავნილი შესაბამისად ჩაბარდათ 16 სექტემბერს (ჩაიბარა მეუღლემ ნ. მ-ემ) და 28 სექტემბერს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა ი-კ მ-ისათვის დასრულდა 2015 წლის 21 სექტემბერს, ნ-ო ნ-ისათვის 5 ოქტომბერს, ხოლო ნ-ა მ-ისათვის 2 ნოემბერს. აღნიშნულ საპროცესო ვადის გასვლამდე კასატორებს ხარვეზი არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით არ მოუმართავს.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა დაკარგეს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-კ მ-ის, ნ-ო ნ-ის და ნ-ა მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნას განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა