Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-1142-1074-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი №ას-1142-1074-2015თიბიაი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „T-I“

მოწინააღმდეგე მხარე – სს კ-ტ პ-ს ჯ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება

საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „კ-ტ პ-ს ჯ-ამ“ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა შპს „T-I“-ის (შემდგომში - მოპასუხე) მიმართა და მოითხოვა აუქციონზე გამარჯვების შედეგად საკუთრების უფლების აღიარება და საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისს, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) მ. 230].

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება [სსსკ-ის 230-ე მუხლი].

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან მოპასუხის მიერ გაშვებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10 დღიანი საპროცესო ვადა [სსსკ--ის 237-ე და 239-ე მუხლები].

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ მოპასუხის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით [სსსკ-ის 239.3 მუხლი]:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარზე დადგენილი იქნა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული იქნა 10 დღე.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2015 წლის 24 აგვისტოს.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაგრძელდა 7 დღით და აღნიშნული განჩინება მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 17 სექტემბერს.

9. 2015 წლის 24 სექტემბერს მოპასუხემ კვლავ მიმართა სასამართლოს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით, რაც ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და განუხილველად დარჩა.

10. ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი იქნა საჩივარი, რაც, საქმის მასალებთან ერთად, გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ მოპასუხის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით და აღნიშნული კერძო საჩივარი განსახილველად გადაეცა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს.

სსსკ-ის 419-ე მუხლის 1-ლი და მესამე ნაწილების შესაბამისად კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, და მისი განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რის გამოც შპს „T-I“-ის საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „T-I“ საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე მზია თოდუა