საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210014617224
№ას-1116-1050-2015 17 ნოემბერი, 2015 წელი
№ას-1116-1050-2015მ-ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ-ლ მ-ის კერძო საჩივარის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე მ-ლ მ-ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე ა-ლ ნ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
პალატამ გამოარკვია:
სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თუ კერძო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო საჩივრის შემტან პირს ავალებს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება სევსებული, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განჩინების თაობაზე იმავე წლის 3 ნოემბერს - სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მ. მირიანაშვილის წარმომადგენელს მ. ტ-ს.
სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 4 ნოემბერს და დასრულდა იმავე წლის 9 ნოემბრის 24 საათზე. აღნიშნულ საპროცესო ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით არ მოუმართავს.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში მ. მ-მა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ შეავსო ხარვეზი, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ-ლ მ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა