Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №010210014573899

№აs-1176-1106-2015 30 ნოემბერი, 2015 წელი

№აs-1176-1106-2015კო-ე ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ამ-ნ კო-ის საკასაციო საჩივარის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ნა-ი ფა-ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხის ამ-ნ კო-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე

პალატამ გამოარკვია :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ-ნ კო-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სსსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის. სსსკ-ის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-3 წინადადების შესაბამისად კი „დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.“

ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ამ-ნ კო-ე (ს.ფ. 120).

სსსკ-ის 2591-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილების შესაბამისად ა. კო-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს 2015 წლის 18 სექტემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა ჩაებარებინა არაუგვიანეს 2015 წლის 19 ოქტომბრისა. შესაბამისად საკასაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო 21 დღიანი ვადა სრულდებოდა 2015 წლის 9 ნოემბერს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს 2015 წლის 18 სექტემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებული იყო და კასატორს შეეძლო მისი ჩაბარება სსსკ-ის 2591-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში. მოწინააღმდეგე მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2015 წლის 15 ოქტომბერს (ს.ფ. 133).

ამ-ნ კო-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს 2015 წლის 18 სექტემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა 2015 წლის 26 ოქტომბერს და ჩაიბარა იმავე დღეს.

გამომდინარე იქედან, რომ ამ-ნ კო-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს 2015 წლის 18 სექტემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების ჩაბარების საპროცესო ვადის დარღვევით, მისთვის საკასაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა დაიწყო 2015 წლის 20 ოქტომბერს და დასრულდა 9 ნოემბრის 24 საათზე. ამ-ნ კო-ემ კი საკასაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 16 ნოემბერს ანუ საკასაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 399-ე, 397-ე და 369-ე და 2591 მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ამ-ნ კო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე მზია თოდუა