Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №010222215900001927

№ა-4472-შ-92-2015 8 დეკემბერი, 2015 წელი

№ა-4472-შ-92-2015ერ-ი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მა-მ ერ-ის განცხადება მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების აობაზე

პალატამ გამოარკვია :

2015 წლის 24 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მა-მ ერ-მა და ითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობაზე დადგინდა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს დაევალა წარმოედგინა შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ასლის სახით შემდეგი დოკუმენტები: 1) აშშ-ის ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ასლის სახით; 2) ცნობა, რომელიც დაადასტურებდა დასახელებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას; 3) მოპასუხის გი-ტ ან-ი სტ-ას საკონტაქტო ინფორმაცია; 4) ცნობა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის – აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხე გი-ტ ან-ი სტ-ა, გაფრთხილებული იყო მოცემული საქმის განხილვის დროის შესახებ.

2015 წლის 7 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მა-მ ერ-მა და ითხოვა მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის განუხილველად დატოვება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის დედნების დაბრუნება.

სამოქალაქო საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მა-მ ერ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

სსსკ-ის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესი უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის (განცხადების) მიმართაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 284-285-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მა-მ ერ-ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე შუამდგომლობის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდეს; მა-მ ერ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველი და შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მიერ მიერ წარმოდეგილი დოკუმენტების დედნები; განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა