საქმე №ა-3231-შ-66-2015 23 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „C.-“
წარმომადგენელი – ნ. ო.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ს“ შპს „C.--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 28500 აშშ დოლარის, 2013 წლის 24 აპრილიდან დარიცხული გადავადების პროცენტების – 4,75%-ის, საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 779199 უნგრული ფორინტისა და საადვოკატო ჰონორარის – 200000 უნგრული ფორინტის გადახდა.
შპს „C.--ის“ წარმომადგენელმა ნ. ო.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება და ასევე მოითხოვა შპს „C.--ის“ მიერ საქართველოში გაწეული ადვოკატის ხარჯის – 3617,50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და თარჯიმნის მიერ გაწეული მომსახურების – 520 ლარის შპს „ა.-ისათვის“ დაკისრება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 30 მარტს და უნგრეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შპს „C.--ის“ წარმომადგენელ ნ. ო.-ის შუამდგომლობა უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
2015 წლის 8 დეკემბერს შპს „C.--ის“ წარმომადგენელმა ნ. ო.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენისათვის თარგმანზე გაწეული დამატებითი ხარჯის – 120 ლარის შპს „ა.-ისათვის“ დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „C.--ის“ წარმომადგენელ ნ. ო.-ის შუამდგომლობა უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ს“ შპს „C.--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 28500 აშშ დოლარის, 2013 წლის 24 აპრილიდან დარიცხული გადავადების პროცენტების – 4,75%-ის, საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 779199 უნგრული ფორინტისა და საადვოკატო ჰონორარის – 200000 უნგრული ფორინტის გადახდა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 30 მარტს და უნგრეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
შპს „C.--ის“ წარმომადგენელმა ნ. ო.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება და ასევე მოითხოვა შპს „C.--ის“ მიერ საქართველოში გაწეული ადვოკატის ხარჯის – 3617,50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, თარჯიმნის მიერ გაწეული მომსახურების – 520 ლარისა და საკასაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენისათვის თარგმანზე გაწეული დამატებითი ხარჯის – 120 ლარის შპს „ა.-ისათვის“ დაკისრება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. რაც შეეხება აღსრულებას, ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „C.--ის“ შუამდგომლობა უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს, შპს „ა.-ს“ შპს „C.--ის“ სასარგებლოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის – 3617,50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, თარჯიმნის მიერ გაწეული მომსახურების – 520 ლარისა და საკასაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენისათვის თარგმანზე გაწეული დამატებითი ხარჯის – 120 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „C.--ის“ წარმომადგენელ ნ. ო.-ის შუამდგომლობა უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უნგრეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა.-ს“ შპს „C.--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 28500 აშშ დოლარის, 2013 წლის 24 აპრილიდან დარიცხული გადავადების პროცენტების – 4,75%-ის, საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 779199 უნგრული ფორინტისა და საადვოკატო ჰონორარის – 200000 უნგრული ფორინტის გადახდა;
3. შპს „C.--ის“ წარმომადგენელ ნ. ო.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და შპს „ა.-ს“ შპს „C.--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის – 3617,50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, თარჯიმნის მიერ გაწეული მომსახურების – 520 ლარისა და საკასაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენისათვის თარგმანზე გაწეული დამატებითი ხარჯის – 120 ლარის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
- ბ. ალავიძე