Facebook Twitter

საქმე №ა-3509-შ-75-2015 16 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ქარხანა „ლ.-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ქარხანა „ლ.-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „მ.-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26639 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების 10013 გრივნის გადახდა.

კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ქარხანა „ლ.-ამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებულიი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 9 მაისს და უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ქარხანა „ლ.-ას“ შუამდგომლობა უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინების ასლი, კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ქარხანა „ლ.-ას“ შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. შპს „მეჩი და კომპანის“ გზავნილი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მას არ წარმოუდგენია არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ქარხანა „ლ.-ას“ შუამდგომლობა უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესაწავლით დასტურდება, რომ უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ქარხანა „ლ.-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „მ.-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26639 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების 10013 გრივნის გადახდა.

კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ქარხანა „ლ.-ამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებულიი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 9 მაისს და უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ქარხანა „ლ.-ას“ შუამდგომლობა უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის კიევის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ქარხანა „ლ.-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „მ.-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26639 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების 10013 გრივნის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე