საქმე №ა-3809-შ-80-2015 23 დეკემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ. კ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – პ. კ.-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.აბაკანის №3 სასამართლო უბნის 2007 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ქ.აბაკანის №3 სასამართლო უბნის 2007 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ.-ასა და პ. კ.-ას შორის 1994 წლის 5 აგვისტოს ტივას რესპუბლიკის კიზილსკის საქალაქო მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №..) შეწყდა.
გ. კ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.აბაკანის №3 სასამართლო უბნის 2007 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ორივე მხარე ესწრებოდა სასამართლო სხდომას (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2007 წლის 20 ნოემბერს, ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ გ. კ.-ა კვლავ საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გ. კ.-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.აბაკანის №3 სასამართლო უბნის 2007 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. კ.-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.აბაკანის №3 სასამართლო უბნის 2007 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.აბაკანის №3 სასამართლო უბნის 2007 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ.-ასა და პ. კ.-ას შორის 1994 წლის 5 აგვისტოს ტივას რესპუბლიკის კიზილსკის საქალაქო მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №..) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 20 ნოემბერს და შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი კვლავ საქართველოს მოქალაქეა.
გ. კ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.აბაკანის №3 სასამართლო უბნის 2007 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქ.აბაკანის №3 სასამართლო უბნის 2007 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ.-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.აბაკანის №3 სასამართლო უბნის 2007 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ქ.აბაკანის №3 სასამართლო უბნის 2007 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ.-ასა და პ. კ.-ას შორის 1994 წლის 5 აგვისტოს ტივას რესპუბლიკის კიზილსკის საქალაქო მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №..) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე