Facebook Twitter

საქმე №ა-2595-შ-55-2015 9 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს სამშენებლო-კომერციული კორპორაცია „ხ.-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს სამშენებლო-კომერციულ კორპორაცია „ხ.-ს“ ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების – 2 566 666 ტენგესა და სახელმწიფო ბაჟის ხარჯების – 25 667 ტენგეს გადახდა.

ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. ამასთან, ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ამ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, შპს სამშენებლო-კომერციული კორპორაცია „ხ.-ის“ უძრავი და მოძრავი ქონების დაყადაღება 2 592 333 (2 566 666+25667) ტენგეს ფარგლებში.

საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე შპს სამშენებლო-კომერციულ კორპორაცია „ხ.-ს“ და 2015 წლის 29 ივლისს ჩაბარდა კორპორაციის გენერალურ დირექტორ ამირან ადეიშვილს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში და მოწინააღმდეგე მხარეს განემართა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები შპს სამშენებლო-კომერციულ კორპორაცია „ხ.-ს“ სამჯერ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე, მაგრამ სასამართლო მოხელის მიერ შედგენეილი აქტებიდან ირკვევა, რომ არცერთ მისამართზე შპს სამშენებლო-კომერციულ კორპორაცია „ხ.-ი“ არ მდებარეობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე შპს სამშენებლო-კომერციულ კორპორაცია „ხ.-ს“ თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშ

ორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს სამშენებლო-კომერციულ კორპორაცია „ხ.-ს“ ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების – 2 566 666 ტენგესა და სახელმწიფო ბაჟის ხარჯების – 25 667 ტენგეს გადახდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 13 აპრილს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე შპს სამშენებლო-კომერციულ კორპორაცია „ხ.-ს“ თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს სამშენებლო-კომერციულ კორპორაცია „ხ.-ს“ ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების – 2 566 666 ტენგესა და სახელმწიფო ბაჟის ხარჯების – 25 667 ტენგეს გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

- ბ. ალავიძე