საქმე №ას-31-31-2016 22 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ა.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ბ.-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ბ.-ს“ შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 26000 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.-მა მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს „ბ.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2016 წლის 1 თებერვალს შპს „ბ.-ის“ წარმომადგენელმა რ. ჯ.-ემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის – 1300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და შპს „..-ბ.-ის“ დირექტორ ბ. ბ.-ის მიერ რ. ჯ.-ის სახელზე გაცემული რწუნებულება.
საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით შპს „ბ.-ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საპროცესო უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოადგენა იმ საფუძვლით, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი შემოიტანა შპს „ბ.-მა,“ ხოლო შპს „ბ.-ის“ წარმომადგენელ რ. ჯ.-ის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა შპს „..-ბ.-მა,“ ასევე რ. ჯ.-ის სახელზე გაცემული რწმუნებულებას ხელს აწერს შპს „..-ბ.-ის“ დირექტორი ბ. ბ.-ე.
2016 წლის 19 თებერვალს შპს „..-ბ.-ის“ წარმომადგენელმა რ. ჯ.-ემ წარმოადგინა შპს „ბ.-ის“ საპროცესო უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს შუამდგომლობას საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ.-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2016 წლის 1 თებერვალს შპს „ბ.-ის“ წარმომადგენელმა რ. ჯ.-ემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის – 1300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და შპს „..-ბ.-ის“ დირექტორ ბ. ბ.-ის მიერ რ. ჯ.-ის სახელზე გაცემული რწუნებულება.
საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით შპს „ბ.-ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საპროცესო უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოადგენა იმ საფუძვლით, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი შემოიტანა შპს „ბ.-მა,“ ხოლო შპს „ბ.-ის“ წარმომადგენელ რ. ჯ.-ის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა შპს „..-ბ.-მა,“ ასევე რ. ჯ.-ის სახელზე გაცემული რწმუნებულებას ხელს აწერს შპს „ბბ-ბ.-ის“ დირექტორი ბ. ბ.-ე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კასატორს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2016 წლის 5 თებერვალს. (იხ. ტ.3, ს.ფ.211). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 6 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 8 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში ..-ბ.-ის“ წარმომადგენელმა რ. ჯ.-ემ შპს „ბ.-ის“ საპროცესო უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა 2013 წლის 19 თებერვალს (ტ.3, ს.ფ.212-217), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში შპს „..-ბ.-ის“ წარმომადგენელმა რ. ჯ.-ემ ვერ დაასახელა საპატიო მიზეზი, თუ რატომ არ გამოასწორა ხარვეზი დროულად, ამდენად, მისი შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის (გაგრძელების) თაობაზე უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნვს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „..-ბ.-ის“ წარმომადგენელ რ. ჯ.-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის აღდგენის (გაგრძელების) თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ბ.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. კასატორ შპს „ბ.-ს“ (ს/კ №...) დაუბრუნდეს შპს „..-ბ.-ის“ მიერ 2016 წლის 22 იანვარს №425086732 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი