საქმე №ა-4803-შ-98-2015 5 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - გ. ც-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ-ე-ც-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის, ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ც-სა და ნ. ქ-ე-ც-ს შორის 2011 წლის 1 მარტს ნიურნბერგის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული №E ... ქორწინება შეწყდა განქორწინებით, მეუღლეთა შორის წილების გათანაბრება არ მომხდარა, ხოლო პროცესის ხარჯი დაეკისრა ორივე მხარეს.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ. ც-მა და მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად:
4. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და განხილვაში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობას იღებდა გ.ც-ი;
5. გადაწყვეტილება 2013 წლის 1 ოქტომბრიდან კანონიერ ძალაშია შესული;
6. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
7. გ.ც-ის მიერ წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის სხდომის ოქმითა და დოკუმენტის გადაცემის შესახებ შეტყობინებით, დასტურდება, რომ ნ. ქ-ე-ც-ი ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე დადგენილი წესით.
8. მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ქ-ე-ც-ი საქართველოს მოქალაქეა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, რის თაობაზეც ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. ც-ის შუამდგომლობა გერმანიის, ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. გერმანიის, ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ც-სა და ნ. ქ-ე-ც-ს შორის 2011 წლის 1 მარტს ნიურნბერგის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული №E ... ქორწინება შეწყდა განქორწინებით, მეუღლეთა შორის წილების გათანაბრება არ მომხდარა, ხოლო პროცესის ხარჯი დაეკისრა ორივე მხარეს.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ. ც-მა და მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად:
5. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და განხილვაში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობას იღებდა გ.ც-ი;
6. გადაწყვეტილება 2013 წლის 1 ოქტომბრიდან კანონიერ ძალაშია შესული;
7. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
8. გ.ც-ის მიერ წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის სხდომის ოქმითა და დოკუმენტის გადაცემის შესახებ შეტყობინებით, დასტურდება, რომ ნ. ქ-ე-ც-ი ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე დადგენილი წესით.
9. მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ქ-ე-ც-ი საქართველოს მოქალაქეა.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
11. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ც-ის შუამდგომლობა გერმანიის, ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება რომლითაც გ. ც-სა და ნ. ქ-ე-ც-ს შორის ნიურნბერგის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე 2011 წლის 1 მარტს რეგისტრირებული #E ... ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური