Facebook Twitter

№ ა-4299-შ-88-2015 15 იანვარი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს-ვ ო-ო

მოწინააღმდეგე მხარე – ს-ა ს-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს - აშშ-ის პენსილვანიის შტატის პოთერის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აშშ-ის პენსილვანიის შტატის პოთერის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილებით ს-ვ ო-ო და ს-ა ს-ა განქორწინდნენ.

2. მხარეები სათანადო წესით გაფრთხილებულები იყვნენ სასამართლოს თაობაზე.

3. აშშ-ის პენსილვანიის შტატის პოთერის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

4. ს-ვ ო-ომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება და ს. ო-ოს შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად ს-ა ს-ას გაეგზავნა აშშ-ში საქმეში მითითებულ მისამართზე და დაევალა გზავნილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა მისი პოზიცია.

7. ს. ს-ას გზავნილი ჩაბარდა 2015 წლის 17 დეკემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის პენსილვანიის შტატის პოთერის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილების ცნობა.

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ს-ვ ო-ოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის პენსილვანიის შტატის პოთერის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის პენსილვანიის შტატის პოთერის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილება ს-ვ ო-ოსა და ს-ა ს-ას განქორწინების თაობაზე. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი