Facebook Twitter

№ ა-4741-შ-96-2015 15 იანვარი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკ-ე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ-ი ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ-ა კ-ა რ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს -მიუნჰენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გაერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნჰენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა 2002 წლის 6 ნოემბერს მიუნჰენის/პასინგის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის #398/2002) ლ-ა კ-ა რ-სა და გ-ი ა-ს შორის.

2. სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინების გაუქმების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული 2009 წლის 9 თებერვლიდან.

3. გ-ი ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ქორწინების გაუქმების ნაწილში.

4. ლ-ა კ-ა რ-ი თანხმობას აცხადებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობილი იქნეს მიუნჰენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

8. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა და, შესაბამისად, შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე მიუნჰენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების (ქორწინების გაუქმების ნაწილში) ცნობა.

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

გ-ი ა-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნჰენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების (ქორწინების გაუქმების ნაწილში) ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიუნჰენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილი, რომლის შესაბამისადაც გაუქმდა 2002 წლის 6 ნოემბერს მიუნჰენის/პასინგის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის #398/2002) ლ-ა კ-ა რ-სა და გ-ი ა-ს შორის. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკ--------ე გასიტაშვილი