№ა-04-შ-1-2016 9 მარტი, 2016წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს-ჯ თ-ი კ-ი ხ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – გ-ზ მ-თ ო-უ ი-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს - აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაიტის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს-ჯ თ-ი კ-ი ხ-ას სარჩელი და გ-ზ მოჰუბათ ო-უ ი-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილების ა-უ გ-ზ კ-ი ი-ასა (დაბ. 19.11. 2010) და ა-ნ გ-ზ კ-ი ი-ას (დაბ. 29.10.2011) სრულწლოვანების მიღწევამდე თითოეულისათვის თვეში 108 მანათის ოდენობით, რაც ჯამში 216 მანათს შეადგენს.
2. მხარეები სათანადო წესით გაფრთხილებულები იყვნენ სასამართლოს თაობაზე.
3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 20 აპრილს.
4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის ცნობის შესაბამისად გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაცემული სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა სასამართლოს მოპასუხის საქართველოში ცხოვრების გამო აღსასრულებლად საქართველოში გადაგზავნის მიზნით.
5. ს-ჯ თ-ი კ-ი ხ-ამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინება და ს-ჯ თ-ი კ-ი ხ-ას შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად გ-ზ მ-თ ო-უ ი-ს გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე - საქართველო, ბოლნისი, სოფელი აკაურათი და დაევალა გზავნილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა მისი პოზიცია.
8. გ-ზ მ-თ ო-უ ი-ზე გაგზავნილი გზავნილი სასამართლოს უკან დაუბრუნდა მითითებით, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე ვერ მოიძებნა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით დადგინდა გ-ზ მ-თ ო-უ ი-ისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინებისა და ს--ჯ თ-ი კ-ი ხ-ას შუამდგომლობის თაობაზე ინფორმირება საჯარო შეტყობინების გზით, რაც გამოქვეყნდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე 2016 წლის 27 იანვარს.
10. სსსკ-ის 78-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გ-ზ მ-თ ო-უ ი-ისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინებისა და ს-ჯ თ-ი კ-ი ხ-ას შუამდგომლობის თაობაზე საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება 2016 წლის 3 თებერვლიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
13. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ცნობა.
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 7--ე 71-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ს-ჯ თი კ-ი ხ-ას შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ს-ჯ თ-ი კ-ი ხ-ას სარჩელი და გ-ზ მოჰუბათ ო-უ ი-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილების ა-უ გ-ზ კ-ი ი-ასა (დაბ. 19.11. 2010) და ა-ნ გ-ზ კ-ი ი-ას (დაბ. 29.10.2011) სრულწლოვანების მიღწევამდე თითოეულისათვის თვეში 108 მანათის ოდენობით, რაც ჯამში 216 მანათს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიექცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ს-ჯ თ-ი კ-ი ხ-ას სარჩელი და გ-ზ მოჰუბათ ო-უ ი-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილების ა-უ გ-ზ კ-ი ი-ასა (დაბ. 19.11. 2010) და ა-ნ გ-ზ კ-ი ი-ას (დაბ. 29.10.2011) სრულწლოვანების მიღწევამდე თითოეულისათვის თვეში 108 მანათის ოდენობით, რაც ჯამში 216 მანათს შეადგენს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი