Facebook Twitter

№ა-210-შ-5-2016 9 მარტი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს-ო მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა-მ მ-დ ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ ა-მ მ-დ ბ-ი და ს-ო მ-ე, რომელთა ქორწინებაც რეგისტრირებული იყო ჰაიდელბერგის მმაჩში 2008 წლის 10 ივნისს (რეესტრის #E293/2008).

2. მხარეები სათანადო წესით გაფრთხილებულები იყვნენ სასამართლოს თაობაზე.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 24 აპრილს.

4. ს-ო მ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებული იქნა წარმოებაში.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინება და ს. მ-ის შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად ა-მ მ-დ ბ-ს გაეგზავნა გერმანიაში საქმეში მითითებულ მისამართზე და დაევალა გზავნილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა მისი პოზიცია.

7. 2016 წლის 5 თებერვლის განცხადებით ა-მ მ-დ ბ-მა თანხმობა განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაზე

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

10. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ცნობა.

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ს-ო მ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰაიდელბერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება ა-მ მ-დ ბ-სა და ს-ო მ-ეს შორის ქორწინების (რეგისტრირებული ჰაიდელბერგის მმაჩში 2008 წლის 10 ივნისს, რეესტრის #E293/2008) შეწყვეტის თაობაზე. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი