საქმე №ა-41-შ-2-2016 16 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.-ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ. შ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.-“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ვლადიმირსკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ვლადიმირსკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „გ.-ს“ ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 294000 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლისა (რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ გადახდის მომენტისათვის დადგენილი კურსის მიხედვით) და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 73065,55 რუბლის გადახდა. ასევე შპს „გ.-ს“ ფედერალური ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 355 რუბლისა და 45 კაპიკის გადახდა.
ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.-ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მ. შ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ვლადიმირსკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება 294000 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლისა და 73065,55 რუბლის დაკისრების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებულიი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 13 აპრილს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 მარტის განჩინებით ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.-ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. შ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვლადიმირსკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ 294000 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლისა და 73065,55 რუბლის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნას განსახილველად.
აღნიშნული განჩინების ასლი, ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.-ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. შ.-ის შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. შპს „გ.-ს“ გზავნილი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მას არ წარმოუდგენია არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.-ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. შ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვლადიმირსკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ 294000 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლისა და 73065,55 რუბლის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესაწავლით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის ვლადიმირსკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „გ.-ს“ ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 294000 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლისა (რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ გადახდის მომენტისათვის დადგენილი კურსის მიხედვით) და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 73065,55 რუბლის გადახდა. ასევე შპს „გ.-ს“ ფედერალური ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 355 რუბლისა და 45 კაპიკის გადახდა.
ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.-ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მ. შ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ვლადიმირსკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება 294000 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლისა და 73065,55 რუბლის დაკისრების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებულიი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 13 აპრილს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ვლადიმირსკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება 294000 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლისა და 73065,55 რუბლის დაკისრების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.-ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მ. შ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვლადიმირსკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ 294000 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლისა და 73065,55 რუბლის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ვლადიმირსკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „გ.-ს“ ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულება „ც.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 294000 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლისა (რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ გადახდის მომენტისათვის დადგენილი კურსის მიხედვით) და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 73065,55 რუბლის გადახდა
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე