Facebook Twitter

საქმე №ა-4510-შ-93-2015 9 მარტი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – კ. ს.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ს.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ქ.ანსბახის პირველი ინსტანციის (ადგილობრივი) სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.ანსბახის პირველი ინსტანციის (ადგილობრივი) სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ს.-ესა და ო. ს.-ს შორის 2001 წლის 28 ივლისს ანსბახის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომრით 115/2001) შეწყდა.

კ. ს.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ქ.ანსბახის პირველი ინსტანციის (ადგილობრივი) სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 31 აგვისტოს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობიდან დასტურდება, რომ კ. ს.-ე საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით კ. ს.-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ანსბახის პირველი ინსტანციის (ადგილობრივი) სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კ. ს.-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ანსბახის პირველი ინსტანციის (ადგილობრივი) სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ქ.ანსბახის პირველი ინსტანციის (ადგილობრივი) სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ს.-ესა და ო. ს.-ს შორის 2001 წლის 28 ივლისს ანსბახის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომრით 115/2001) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 31 აგვისტოს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

კ. ს.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ქ.ანსბახის პირველი ინსტანციის (ადგილობრივი) სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ქ.ანსბახის პირველი ინსტანციის (ადგილობრივი) სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ს.-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ანსბახის პირველი ინსტანციის (ადგილობრივი) სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ქ.ანსბახის პირველი ინსტანციის (ადგილობრივი) სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ს.-ესა და ო. ს.-ს შორის 2001 წლის 28 ივლისს ანსბახის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომრით 115/2001) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე