Facebook Twitter

№ას-1235-1158-2015 4 მარტი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

სა-ასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე);

2. მ.ა. და დ.ძ. (მესამე პირები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

სა-ასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის და-მაყოფილება

დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ა-ა“ [შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი, ასევე, საწარმო ან საზოგადოება] წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, საიდენტიფიკაციო ნომერი - 204875082 [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 5].

2. საზოგადოების პარტნიორები შესაბამისი წილობრივი მონაწილეობით არიან: მ.ა. 22% -იანი წილი, ს.ა. - 22%-იანი წილი, ლ. თ. - 36%-იანი წილი, დ.ძ. - 20%-იანი წილი. [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი].

3. საწარმოს რეგისტრირებული წესდების შესაბამისად (N5/4-311; რეგ. 08/01/1996წ), საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა - პარტნიორთა კრება, რომლის კომპეტენციადაც განისაზღვრება წესდებაში ცვლილების შეტანა, უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 50%-ზე მეტი საწესდებო კაპიტალის მფლობელი პარტნიორები, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია, მას მხარი დაუჭიროს პარტნიორებმა, რომლებიც ფლობენ ხმების საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტს (იხ. ტ.1/გვ.102).

4. 2014 წლის 15 იანვარს მოწვეული საწარმოს პარტნიორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სა-ითხს წარმოადგენდა წესდების ახალი რედაქციის მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ ზემოხსენებული კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, 2014 წლის 3 თებერვალს პარტნიორთა კრება მოწვეული იქნა ხელახლა/განმეორებით, რომელსაც ესწრებოდნენ 100% კაპიტალის მქონე პარტნიორები პირადად ან რწმუნებული პირების სახით.

5. 2014 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა კრებაზე საზოგადოების კაპიტალში 20% წილის მესაკუთრე პარტნიორი დ.ძ. (შემდეგში: მესამე პირი) არ დაეთანხმა კრებაზე წარმოდგენილი წესდების ახალი რედაქციის დამტკიცებას.

6. წესდების ახალი რედაქციით შეიცვალა პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღების წესი, კერძოდ, ახალი წესდების მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განისაზღვრა, რომ კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარტნიორთა უმრავლესობა, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება 51%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორების მიერ.

7. 2014 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა კრებაზე საზოგადოების კაპიტალის 80% წილის მფლობელ პარტნიორთა მიერ მიღებულ იქნა წესდების ახალი რედაქცია, რომელიც სარეგისტრაციოდ წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს [შემდეგში: მოპასუხე, მარეგისტრირებელი ორგანო].

8. მარეგისტრირებელი ორგანოს 2014 წლის 14 აპრილის NB14014516/3 გადაწყვეტილებით საწარმოს დირექტორ დ.მ–ის [შემდეგში: დირექტორი] განცხადებაზე, სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დაევალა საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი, სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული წესდებისა და კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პარტნიორთა წარმომადგენლების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების მარეგისტრირებული ორგანოსთვის წარდგენა [„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი]. ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის გამო აღნიშნულ განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

9. მოპასუხის 2014 წლის 14 აპრილის N79357 გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორის საჩივარი მარეგისტრირებლი ორგანოს N14014516/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ და-მაყოფილდა.

10. 2014 წლის 03 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის 2014 წლის 14 თებერვლის N14014516/3 და 14 აპრილის N79357 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი შემდეგი დასაბუთებით:

11.1. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი და დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდების ახალი რედაქციით იცვლება საზოგადოების მოქმედი წესდებით განსაზღვრული პარტნიორთა კრების უფლებამოსილებები/გადაწყვეტილების მიღების წესი. ასეთი შინაარსის ცვლილება წარმოადგენს პარტნიორის რეგისტრირებული უფლების ცვლილებას, რისთვისაც კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ პარტნიორთა თანხმობის აუცილებლობას, რომლის რეგისტრირებულ უფლებაზეც იგი ახდენს პირდაპირ და უშუალო გავლენას [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 52 პუნქტი]. პარტნიორთა კრებაზე წესდების ახალი რედაქციით დამტკიცებას არ დაეთანხმა საზოგადოების კაპიტალის 20%-იანი წილის მფლობელი მესამე პირი, შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს შედავებული გადაწყვეტილებები კანონიერია.

11.2. სადავო განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი პარტნიორთა წარმომადგენლების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ და-მაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 52 პუნქტი, 51 და 53 მუხლები.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

საწარმოს მოქმედი წესდების მე-5 მუხლი არეგულირებს საზოგადოების მართვის სა-ითხებს, რომლის თანახმადაც, პირველ კრებაზე კვორუმის არარსებობის შემთხვევაში, მეორე კრება ტარდება პირველი კრების მოწვევიდან (ჩატარებიდან) 15 დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, კრებაზე დამსწრე პარტნიორებს უფლება აქვთ, გადაწყვეტილება მიიღონ კვორუმის მიუხედავად დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოქმედი წესდების მე-5 მუხლის თანახმად, კრება უფლებამოსილი იყო, ემსჯელა წესდების მიღების თაობაზე. სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა და განმარტა სადამფუძნებლო დოკუმენტის 12.8 მუხლი, ვინაიდან იგი ეხება წესდების ცვლილებას და არა მისი ახალი რედაქციის მიღებას.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ და-მაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

16. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

17. პალატამ მიიჩნია, რომ წესდების ახალი რედაქცია ითვალისწინებდა რა პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლას, უშუალო გავლენას ახდენდა პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებაზე და დაუშვებელი იყო წესდებაში ცვლილების შეტანა შესაბამისი პარტნიორის თანხმობის გარეშე.

18. პალატის განმარტებით, მოქმედი წესდებით გათვალისწინებული რეგულაციით, წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა დასაშვები იყო მხოლოდ პარტნიორთა ერთსულოვანი, წერილობითი, ნოტარიულად დამოწმებული გადაწყვეტილებით. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება პალატამ მიიჩნია, რომ წარმოადგენდა რეგიტრირებულ წესდებაში ცვლილების შეტანას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტის ახალი რედაქციის დამტკიცებას არ დაეთანხმა ყველა პარტნიორი, მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედება იყო კანონიერი.

19. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სა-ასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 102-ე მუხლი და მოსარჩელის მიმართ დაადგინა არათანაზომიერი მტკიცების ტვირთის სტანდარტი. მარეგისტრირებელი ორგანოს 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება წარმოადგენს არსებული რეგულაციების არასწორი განმარტების შედეგს. საზოგადოების კაპიტალში 80% წილის მფლობელმა პარტნიორებმა, პარტნიორთა კრებაზე მიიღეს ახალი წესდება, რომელთან მიმართებითაც მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, იგი განემარტა პარტნიორთა ნების საწინააღმდეგოდ. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება კორპორაციული სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, სა-ასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სა-ასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და სა-ასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ ა-მაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

2. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სა-ასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც სა-ასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

3. სა-ასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სა-ასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. სა-ასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მტკიცების ტვირთის არათანაზომიერი განაწილების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც ის ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივი წანამძღვრების დასაბუთებას ამყარებს 2014 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა კრების, მისი მიმდინარეობის და სამართლებრივი შედეგების (წესდების მიღების) შეფასებაზე, კერძოდ, თუ რა საწესდებო რეგულაციები უნდა გავრცელდეს პარტნიორთა კრებაზე წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების მიმართ იმავე დღის წესრიგით მოწვეული პარტნიორთა კრების ერთჯერადად ჩაშლის პირობებში. სა-ასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ შემოთავაზებული სამეწარმეო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმებისა და უკვე რეგისტრირებული წესდების ნორმათა სამართლებრივი ინტერპრეტაცია, სადავო შემთხვევაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის თაობაზე, არასწორია. არც კორპორატიული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობა და არც საწარმოს მოქმედი წესდება არ მიჯნავს ერთმანეთისგან რეგისტრირებული წესდების პირობებში ახალი წესდების დამტკიცების და არსებული წესდების ცვლილების სამართლებრივ მნიშვნელობას; ამასთან, მოქმედი წესდების მე-5 მუხლი რომლის გამოყენების აუცილებლობაზეც მიუთითებდა მოსარჩელე, სწორედ რომ კრების კომპეტენციად წესდების ცვლილებას მოიაზრებს. წესდების თავდაპირველი რედაქციის რეგისტრაციის შემდგომ, წესდების ყოველი მომდევნო ახალი რედაქციის დამტკიცება წარმოადგენს არსებული წესდების შეცვლას ახლით და აღნიშნულის საწინაღმდეგო განმარტება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. მოსარჩელემ არ გაითვალისწინა სამეწარმეო კანონმდებლობის იმპერატიულ დანაწესი პარტნიორის რეგისტრირებული უფლების გაუქმების შემთხვევაში გამოსაყენებელი სა-ანონმდებლო რეგულაციების თაობაზე და აღნიშნულ ნორმასთან და-ავშირებით მას სა-უთარი არგუმენტაცია სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორმა დავის სასამართლოში მიმდინარეობის ეტაპზე ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის რელევანტური მტკიცებულებების და კანონშესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაციის სასამართლოსთვის წარდგენა, სა-ასაციო პალატა წინამდებარე დავაზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას.

5. სა-ასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ერთ-ერთ საქმეზე სა-ასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად დაადგინა: “....შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც რაიმე ფორმით აუარესებდა პარტნიორის სამართლებრივ მდგომარეობას (ზღუდავდა ან აუქმებდა მის რეგისტრირებულ უფლებას, ამცირებდა მოგებაში წილს ან ზრდიდა მის მონაწილეობას ზარალში და სხვ.) უნდა განხორციელებულიყო პარტნიორთა მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.“{იხ საქმე N ას-35-32-2015}

6. ამასთან, სა-ასაციო საჩივრის განხილვისა და სა-ასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, სა-ასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის სა-ასაციო საჩივარი, რის გამოც სა-ასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

სა-ასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257-ე, 391-ე, 399-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა-ას“ სა-ასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ა-ას“ (ს/კ....) დაუბრუნდეს კ.მ–ის (......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სა-რედიტო საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 03.12.2015 სს ბანკი ,,რესპუბლიკა“), 300 (სამასი) ლარის, 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი