№ა-641-შ-11-2016
5 აპრილი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ა.
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ვ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ ე.ა. და ა.ვ., რომელთა ქორწინებაც რეგისტრირებული იყო 2006 წლის 8 ნოემბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ (ქორწინების სარეგისტრაციო MN ….).
2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მოწმობის (#…) შესაბამისად ე. ვ-მა შეიცვალა გვარი და მისი ამჟამინდელი გვარია - ა.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2013 წლის 21 ივნისიდან.
4. ე.ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით ე. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინების ასლი და ე.ა-ის შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა ა.ვ-ს. შპს ,,სკს“-ს ადმინისტრატირის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილი ა.ვ-ს ვერ ჩაბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
8. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით განქორწინდნენ ე.ა. და ა.ვ., რომელთა ქორწინებაც რეგისტრირებული იყო 2006 წლის 8 ნოემბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ (ქორწინების სარეგისტრაციო MN …..).
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
10. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ე.ა-ის და ა.ვ-ის განქორწინების თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აახენის პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი