№ა-1117-შ-27-2016 7 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ქ.ჰამის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი განყოფილების 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – შვილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ქ.ჰამის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი განყოფილების 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ:
– მცირეწლოვანი ბავშვები: ა- და რ. მასისურაძეები, ორივე დაბადებული 2013 წლის 4 თებერვალს, შვილად აიყვანოს ქ-მა ი. გ-მა, კრულმანშთრ. ---, ---, შპენგე.
– ამავდროულად, დადგინდა, რომ ბავშვები მიიღებენ მეუღლეების: ი. გ-ის, დაბ. 09.08.1970 და მ. მ-ის, დაბ. 24.01.1971, როგორც საერთო შვილების სამართლებრივ მდგომარეობას, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის აბზ. 1, &1754-ის თა-ხმად. ბავშვების ნათესაური ურთიერთობა (მხოლოდ) მათი ღვიძლი დედისადმი ამით გაუქმებულია, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის აბზ. 1, &1755-ის თა-ხმად. პროცესის ხარჯებს იღებს მშვილებელი.
2. ი. გ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება შვილად აყვანის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. დადგენილია, რომ გერმანიის ქ.ჰამის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი განყოფილების 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ:
– მცირეწლოვანი ბავშვები: ა- და რ. მ-ეები, ორივე დაბადებული 2013 წლის 4 თებერვალს, შვილად აიყვანოს ქ-მა ი. გ-მა, კრულმანშთრ. ---, ---, შპენგე.
– ამავდროულად, დადგინდა, რომ ბავშვები მიიღებენ მეუღლეების: ი. გ-ის, დაბ. 09.08.1970 და მ. მ-ის, დაბ. 24.01.1971, როგორც საერთო შვილების სამართლებრივ მდგომარეობას, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის აბზ. 1, &1754-ის თა-ხმად. ბავშვების ნათესაური ურთიერთობა (მხოლოდ) მათი ღვიძლი დედისადმი ამით გაუქმებულია, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის აბზ. 1, &1755-ის თა-ხმად.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
6. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის ქ.ჰამის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი განყოფილების 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის ქ.ჰამის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების განმხილველი განყოფილების 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ:
– მცირეწლოვანი ბავშვები: ა- და რ. მ-ეები, ორივე დაბადებული 2013 წლის 4 თებერვალს, შვილად აიყვანოს ქ-მა ი. გ-მა, კრულმანშთრ. ---, ---, შპენგე;
– ამავდროულად, დადგინდა, რომ ბავშვები მიიღებენ მეუღლეების: ი. გ-ის, დაბ. 09.08.1970 და მ. მ-ის, დაბ. 24.01.1971, როგორც საერთო შვილების სამართლებრივ მდგომარეობას, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის აბზ. 1, &1754-ის თა-ხმად. ბავშვების ნათესაური ურთიერთობა (მხოლოდ) მათი ღვიძლი დედისადმი ამით გაუქმებულია, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის აბზ. 1, &1755-ის თა-ხმად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი