№ა-726-შ-12-2016 7 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – ს. კ. ძე ჩ-ი
განხილვის საგანი – სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით:
– ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ფ. ასული ე-ის სარჩელი მოპასუხე ს. კ. ძე ჩ-ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე;
– ს. კ. ძე ჩ-ს ნ. ფ. ასული ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 20 000 სომხური დრამის, მთლიანობაში – ყოველთვიურად 40 000 სომხური დრამის გადახდა;
– ალიმენტები გათვალისწინებულია: 2000 წლის 16 ივნისს დაბადებული ს. ს.ეს ასული ჩ-ისა და 2002 წლის 17 დეკემბერს დაბადებული კ- ს.ეს ძე ჩ-ის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და გადახდას ექვემდებარებიან 2014 წლის 24 ნოემბრიდან;
– დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
– დადგინდა, რომ ს. კ. ძე ჩ-ს ნ. ფ. ასული ე-ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 000 სომხური დრამი, ადვოკატის გონივრული გასამრჯელოს სახით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ – 9 600 სომხური დრამი.
2. სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით:
– ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ფ. ასული ე-ის სარჩელი მოპასუხე ს. კ. ძე ჩ-ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე;
– ს. კ. ძე ჩ-ს ნ. ფ. ასული ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 20 000 სომხური დრამის, მთლიანობაში – ყოველთვიურად 40 000 სომხური დრამის გადახდა;
– ალიმენტები გათვალისწინებულია: 2000 წლის 16 ივნისს დაბადებული ს. ს.ეს ასული ჩ-ისა და 2002 წლის 17 დეკემბერს დაბადებული კ- ს.ეს ძე ჩ-ის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და გადახდას ექვემდებარებიან 2014 წლის 24 ნოემბრიდან;
– დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
– დადგინდა, რომ ს. კ. ძე ჩ-ს ნ. ფ. ასული ე-ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 000 სომხური დრამი, ადვოკატის გონივრული გასამრჯელოს სახით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ – 9 600 სომხური დრამი.
5. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, იგი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
7. ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
8. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის პირველი ინსტანციის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც:
– ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ფ. ასული ე-ის სარჩელი მოპასუხე ს. კ. ძე ჩ-ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე;
– ს. კ. ძე ჩ-ს ნ. ფ. ასული ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 20 000 სომხური დრამის, მთლიანობაში – ყოველთვიურად 40 000 სომხური დრამის გადახდა;
– ალიმენტები გათვალისწინებულია: 2000 წლის 16 ივნისს დაბადებული ს. ს.ეს ასული ჩ-ისა და 2002 წლის 17 დეკემბერს დაბადებული კ- ს.ეს ძე ჩ-ის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და გადახდას ექვემდებარებიან 2014 წლის 24 ნოემბრიდან;
– დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
– დადგინდა, რომ ს. კ. ძე ჩ-ს ნ. ფ. ასული ე-ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 000 სომხური დრამი, ადვოკატის გონივრული გასამრჯელოს სახით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ – 9 600 სომხური დრამი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი