№ა-384-შ-6-2016 7 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზ. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ი-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის ქ.იზმირის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმის № 2009/685; გადაწყვეტილების № 2009/665) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – მეურვის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თურქეთის რესპუბლიკის ქ.იზმირის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმის № 2009/685; გადაწყვეტილების № 2009/665) დადგინდა შემდეგი:
– იზმირის ილის, მენდერესის ილჩეს, ქ. კვარტალში მცხოვრებ, ---ე ტომში, ----ე სახლის BSN №----ში რეგისტრირებულ ზ.სა და გ.ს შვილზე – თ.რ. პირადი ნომერი: ---, 2008 წლის 7 ივლისს დაბადებულ ლ. ჰ. ბ-აზე მეურვეობა ჩამოერთვა ამავე მისამართზე რეგისტრირებულ დედას – 1986 წლის 27 დეკემბერს დაბადებულ, მურათისა და აილას ასულ გ. ი-ს და გადაეცა მამამისს – საქართველოს მოქალაქეს, 1978 წლის 23 სექტემბერს დაბადებულ ზ. ბ-ას.
2. ზ. ბ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს ზემომითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ქ.იზმირის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმის № 2009/685; გადაწყვეტილების № 2009/665) დადგინდა შემდეგი:
– იზმირის ილის, მენდერესის ილჩეს, ქ. კვარტალში მცხოვრებ, 22-ე ტომში, ----ე სახლის BSN №----ში რეგისტრირებულ ზ.სა და გ.ს შვილზე – თ.რ. პირადი ნომერი: ---, 2008 წლის 7 ივლისს დაბადებულ ლ. ჰ. ბ-აზე მეურვეობა ჩამოერთვა ამავე მისამართზე რეგისტრირებულ დედას – 1986 წლის 27 დეკემბერს დაბადებულ, მურათისა და აილას ასულ გ. ი-ს და გადაეცა მამამისს – საქართველოს მოქალაქეს, 1978 წლის 23 სექტემბერს დაბადებულ ზ. ბ-ას.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებ- არ არსებობს.
6. ამდენად, თურქეთის რესპუბლიკის ქ.იზმირის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმის № 2009/685; გადაწყვეტილების № 2009/665) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ბ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ქ.იზმირის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმის № 2009/685; გადაწყვეტილების № 2009/665), რომლითაც დადგინდა შემდეგი:
– იზმირის ილის, მენდერესის ილჩეს, ქ. კვარტალში მცხოვრებ, ----ე ტომში, ----ე სახლის BSN №----ში რეგისტრირებულ ზ.სა და გ.ს შვილზე – თ.რ. პირადი ნომერი: ---, 2008 წლის 7 ივლისს დაბადებულ ლ. ჰ. ბ-აზე მეურვეობა ჩამოერთვა ამავე მისამართზე რეგისტრირებულ დედას – 1986 წლის 27 დეკემბერს დაბადებულ, მურათისა და აილას ასულ გ. ი-ს და გადაეცა მამამისს – საქართველოს მოქალაქეს, 1978 წლის 23 სექტემბერს დაბადებულ ზ. ბ-ას.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი