Facebook Twitter

საქმე №ა-4069-შ-81-2015 11 მარტი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - თ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ინგოლშტადტის უბნის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის ინგოლშტადტის უბნის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით თ. მ-სა და ა. მ-ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით მხარეთა შორის გაიყო საპენსიო უზრუნველყოფის მოთხოვნა და სასამართლო ხარჯები.

2. თ. მ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განქორწინების თაობაზე გერმანიის ინგოლშტადტის უბნის სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, მოპასუხე ა. მ-ი ინფორმირებული იყო საქმის განხილვაზე და მან თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე;

3.2. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ასევე დგინდება, რომ ის შესულია კანონიერ ძალაში 2012 წლის 6 ივლისს.

3.3. შუამდგომლობის ავტორი თ. მ-ი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, რაც საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. მ-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის ინგოლშტადტის უბნის სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გერმანიის ინგოლშტადტის უბნის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით თ. მ-სა და ა. მ-ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით მხარეთა შორის გაიყო საპენსიო უზრუნველყოფის მოთხოვნა და სასამართლო ხარჯები.

2. თ. მ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განქორწინების თაობაზე გერმანიის ინგოლშტადტის უბნის სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, მოპასუხე ა. მ-ი ინფორმირებული იყო საქმის განხილვაზე და მან თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე;

3.2. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ასევე დგინდება, რომ ის შესულია კანონიერ ძალაში 2012 წლის 6 ივლისს.

3.3. შუამდგომლობის ავტორი თ. მ-ი საქართველოს მოქალაქეა.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ინგოლშტადტის უბნის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2006 წლის 23 ნოემბერს ინგოლშტადტის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე თ. მ-სა და ა. მ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: ...) შეწყდა განქორწინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. მ-ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე გერმანიის ინგოლშტადტის უბნის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ინგოლშტადტის უბნის სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2006 წლის 23 ნოემბერს ინგოლშტადტის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე თ. მ-სა და ა. მ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: ...) შეწყდა განქორწინებით.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური