Facebook Twitter

საქმე №330210013167917

№ას-948-898-2015 27 მაისი, 2016 წელი

ას-948-898-2015-კ-ე.უსწ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. კ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ. რ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე), დ. მ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე), ნ. ც-ი (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება (სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის აღიარება, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტის აღიარება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2015 წლის 10 ივნისს გ. კ-ემ (შემდეგში შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ, მეორე მოპასუხემ ან კასატორმა) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ.თბილისში, მ-ის ქ.№...-ში მდებარე 90.83 კვ.მ. №26 ბინა (შემდეგში სადავო ქონება) მიჰყიდა დ. მ-ეს (შემდეგში პირველ მოსარჩელეს), თ. რ-ეს (შემდეგში მეორე მოსარჩელეს) და ნ. ც-ს (შემდეგში პირველ მოპასუხეს) 67100 აშშ დოლარად, საიდანაც პირველმა მოსარჩელემ გადაიხადა 31350 აშშ დოლარი, მეორე მოსარჩელემ - 10 000 აშშ დოლარი, ხოლო, პირველმა მოპასუხემ - 24 750 აშშ დოლარი.

2. ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე პირველი მოსარჩელე, მეორე მოსარჩელე და პირველი მოპასუხე საჯარო რეესტრში აღირიცხნენ სადავო ქონების თანამესაკუთრეებად.

3. პირველმა და მეორე მოსარჩელემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს პირველი და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს:

- სადავო ბინაზე საზიარო უფლების (თანასაკუთრების) გაუქმება აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხებიდან პირველი მოსარჩელისათვის 43.08კვ.მ-ის პროპორციული თანხის, მეორე მოსარჩელისათვის 13.75კვ.მ-ის პროპორციული თანხის, ხოლო, პირველი მოპასუხისათვის 34კვ.მ-ის პროპორციული თანხის გადაცემა;

- მეორე მოპასუხისათვის, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, 5 000 აშშ დოლარის დაკისრება;

– მეორე მოპასუხისათვის, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, 1 600 აშშ დოლარის დაკისრება.

4. მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა მეორე მოპასუხემ მოსარჩელეებისა და პირველი მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

- 15.06.2010 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

- შეგებებული სარჩელის მოპასუხეებთან სესხის ხელშეკრულების დადებისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება;

- სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- ბათილად იქნა ცნობილი 15.06.2010 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ქონების მესაკუთრედ;

- აღიარებულ იქნა მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი, ასევე, ის ფაქტი, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ შეასრულა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება პირველი მოპასუხის წინაშე.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა, ასევე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი და პირველი და მეორე მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით:

- გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად;

- კასატორ გ. კ-ეს დაუბრუნდა მის საკასაციო საჩივარზე მამია კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2660.80 ლარის, გადახდის თარიღი – 07/10/2015 წელი, საკრედიტო საგადახდო დავალება №1) 70% – 1862.56 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებაში უნდა გასწორდეს დაშვებული უსწორობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული საპროცესო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე გასწორებას ექვემდებარება განჩინებაში დაშვებული უსწორობები ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, ამასთან, საუბარია ისეთი სახის უსწორობებზე, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინების სამოტივაციო ნაწილით ირკვევა, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე სულ გადახდილი აქვს 2960.80 (300.00+2660.80) ლარი, რომლის 70% არის 2072.56 ლარი. მიუხედავად ამისა, გაანგარიშებაში დაშვებული არითმეტიკული შეცდომის გამო კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მხოლოდ 1862.56 ლარი.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობები, კერძოდ:

- განჩინების სამოტივაციო ნაწილში სიტყვები: „კასატორს საკასაციო საჩივარზე სულ გადახდილი აქვს 2960.80 (300.00+2660.80) ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს ამ თანხის 70% - 1862.56 ლარი“ შეიცვალოს სიტყვებით: „კასატორს საკასაციო საჩივარზე სულ გადახდილი აქვს 2960.80 (300.00+2660.80) ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს ამ თანხის 70% - 2072.56 ლარი“;

- განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი მთლიანად შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. კასატორ გ. კ-ეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, გადახდის თარიღი - 22.07.2015 წელი, საკრედიტო საგადახდო დავალება #1; 2660.80 ლარის, გადახდის თარიღი – 07/10/2015 წელი, საკრედიტო საგადახდო დავალება №1, სულ 2960.80 ლარის) 70% – 2072.56 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობები, კერძოდ:

1.1. განჩინების სამოტივაციო ნაწილში სიტყვები: „კასატორს საკასაციო საჩივარზე სულ გადახდილი აქვს 2960.80 (300.00+2660.80) ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს ამ თანხის 70% - 1862.56 ლარი“ შეიცვალოს სიტყვებით: „კასატორს საკასაციო საჩივარზე სულ გადახდილი აქვს 2960.80 (300.00+2660.80) ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს ამ თანხის 70% - 2072.56 ლარი“;

1.2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი მთლიანად შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. კასატორ გ. კ-ეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, გადახდის თარიღი - 22.07.2015 წელი, საკრედიტო საგადახდო დავალება #1; 2660.80 ლარის, გადახდის თარიღი – 07/10/2015 წელი, საკრედიტო საგადახდო დავალება №1, სულ 2960.80 ლარის) 70% – 2072.56 ლარი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი