Facebook Twitter

საქმე №ა-1402-შ-33-2016 18 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. გ.-ა

წარმომადგენელი – კ. გ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ა. ლ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის მაინის ფრანკფურტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის მაინის ფრანკფურტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ასა და ე. ა. ლ.-ს შორის 2014 წლის 29 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომრით ...) შეწყდა.

ნ. გ.-ას წარმომადგენელმა კ. გ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მაინის ფრანკფურტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 30 ოქტომბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებიდან დასტურდება, რომ ნ. გ.-ა საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინებით ნ. გ.-ას შუამდგომლობა გერმანიის მაინის ფრანკფურტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. გ.-ას შუამდგომლობა გერმანიის მაინის ფრანკფურტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის მაინის ფრანკფურტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ასა და ე. ა. ლ.-ს შორის 2014 წლის 29 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომრით E60/14) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 30 ოქტომბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

ნ. გ.-ას წარმომადგენელმა კ. გ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მაინის ფრანკფურტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის მაინის ფრანკფურტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ.-ას შუამდგომლობა გერმანიის მაინის ფრანკფურტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მაინის ფრანკფურტის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ.-ასა და ე. ა. ლ.-ს შორის 2014 წლის 29 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ნომრით E60/14) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე