Facebook Twitter

საქმე № 110210014413623

საქმე №ას-408-388-2015 6 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. რ.-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ.-ე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ტ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. და მ. რ.-ების (შემდგომში – მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები, აპელანტები, კასატორები) მიმართ და მოითხოვა ზ.-ის რაიონის სოფელ ქ. ს.-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ვ. რ.-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, ვ. რ.-სა და მ. რ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზ.-ის რაიონის სოფელ ქ. ს.-ში მ. რ.-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე ნ. ტ.-ის მესაკუთრედ ცნობა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო კომლის ბოლო წევრი იყო ლ. ტ.-ე, რომელიც გარდაიცვალა ...-ს. მოსარჩელე დაეუფლა ლ. ტ.-ის კომლის ქონებიდან მის კუთვნილ წილს, თუმცა მოპასუხე ვ. რ.-მა ზ.-ის რაიონის სოფელ ქ. ს.-ში მდებარე მთლიანი ქონება უკანონოდ აღრიცხა საკუთარ სახელზე, ხოლო 2013 წლის 15 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მიჰყიდა მ. რ.-ს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოსარჩელის მიმართ უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვნის მოთხოვნით.

4. მხარის განმარტებით, მოპასუხეებმა კანონის მოთხოვნათა დაცვით დაირეგისტრირეს ი. ტ.-ის კომლის ქონება. ლ. ტ.-ის კომლის ქონება მდებარეობს იმავე სოფელში, მაგრამ სხვა ადგილას. მოსარჩელე ნ. ტ.-ე უკანონოდ ფლობს მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებულ ქონებას, საიდანაც იგი უნდა გამოსახლდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზ.-ის რაიონის სოფელ ქ. ს.-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ვ. რ.-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერი და ცნობილი ვ. და მ. რ.-ებს შორის 2013 წლის 15 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ტ.-ე გარდაიცვალა ...-ს. ა. ტ.-ე გარდაიცვალა ...-სს. ი. ტ.-ე გარდაიცვალა ...-სს. რ. ტ.-ე გარდაიცვალა 1985 წლის 12 მაისს.

8. გვარის, სახელისა და მამის სახელის გამოცვლის მოწმობით დასტურდება, რომ ზ. რ.ს ძე ტ.-ემ გამოიცვალა გვარი და სახელი 1994 წელს. აღნიშნული პერიოდიდან მოპასუხის გვარი, სახელი და მამის სახელი არის ვ.- რ.ს ძე რ.-ი.

9. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ზ.-ის რაიონის სოფელ ქ. ს.-ში უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ვ. რ.-ი, ხოლო შემდეგ – მ. რ.-ი.

10. 2013 წლის 15 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ვ. რ.-მა ზ.-ის რაიონის სოფელ ქ. ს.-ში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მიჰყიდა მ. რ.-ს.

11. საინჟინრო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად:

ა) მიწის მიღება-ჩაბარების №... - 16.04.1996 წლის აქტის საფუძველზე ლ. ტ.-ის საკუთრებაში დაფიქსირებული არის ხუთი ნაკვეთი საერთო ფართით 4434 კვ.მ. აღნიშნული ნაკვეთებიდან მოსაზღვრეების განლაგებით №... რეგისტრირებული ნაკვეთის მოსაზღვრეებს ემთხვევა სამი ნაკვეთი: „ეზო და ნაგებობანი“, „ეზოს ვენახი“ და „ჭალის ყანა“. აქტით მოცემული ნაკვეთების შესაბამისი ზომები რეგისტრირებული ნაკვეთის ზომებთან შეუსაბამობაშია.

გ) საქმის მასალებში მოცემული საარქივო ცნობის №... და საქმეში არსებული სხვა მასალების მიხედვით ი. ტ.-ის კომლის 0,25 ჰა საკარმიდამო ნაკვეთის მდებარეობისა და მოსაზღვრეების დადგენა შეუძლებელია. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ნაკვეთის მდებარეობა დაფიქსირდა რეგისტრირებული ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

დ) №... საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე ნაგებობის მდებარეობის დადგენა საქმის მასალების მიხედვით შეუძლებელია. მოსარჩელის მიერ მითითებულ ნაკვეთში დაფიქსირებულ იქნა ნაგებობის ქვის კონსტრუქციების ფრაგმენტული ნარჩენები, რომელთა ხანდაზმულობის, დანიშნულების და მთლიანად ნაგებობის კონფიგურაციის დადგენა შეუძლებელია.

ე) მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №...-ში, რომლის მესაკუთრეა ლ. ტ.-ე, მითითებული ნაკვეთებიდან მოსაზღვრეების განლაგებით №... რეგისტრირებული ნაკვეთის მოსაზღვრეებს ემთხვევა სამი ნაკვეთი: „ეზო და ნაგებობანი“, „ეზოს ვენახი“ და „ჭალის ყანა“.

ვ) №... საარქივო ცნობაში (ლ. ტ.-ეზე რიცხული ქონების შესახებ) მითითებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის, საცხოვრებელი სახლის და ე.წ. კუხნის ფართობები არ ემთხვევა მ. რ.-ის სახელზე დარეგისტრირებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლს და ე.წ. კუხნის ფართს, რომლის საკადასტრო კოდია №....

12. ზ.-ის არქივში დაცული ზ.-ის რაიონის ქ. ს.-ს სასოფლო საბჭოს 1940-1942 წლების საკომლო წიგნების მიხედვით, კომლის უფროსად ირიცხება ი. გ.-ის ძე ტ.-ე, რომლის კომლი შ.-: ი. გ.-ის ძე ტ.-ე – ოჯახის უფროსი, ა. ლ. ასული ტ.-ე – ცოლი (ხაზია გადასმული გარდაცვლ.ა), რ. ვ.-ს ძე ტ.-ე - შვილიშვილი.

13. აღნიშნულ წლებში კომლი საკარმიდამო მიწას ფლობდა 0,25 ჰა.

14. ზ.-ის არქივში დაცული ზ.-ის რაიონის ქ. ს.-ს 1955-1960 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ირიცხება ი. გ.-ის ძე ტ.-ე, რომლის კომლი შ.-: ი. გ.-ის ძე ტ.-ე – ოჯახის უფროსი, ა. ლ. ასული ტ.-ე – ცოლი (ხაზია გადასმული გარდაცვლილია), რ. ვ.-ს ძე ტ.-ე – შვილიშვილი. აღნიშნულ წლებში კომლი საკარმიდამო მიწას ფლობდა 0,76 ჰა. საცხოვრებელ ნაგებობათა ქვეშ 001. სახლი აგებულია 1918 წელს.

15. 1961-1963 წლებში კომლის უფროსად ირიცხება ი. გ.-ის ძე ტ.-ე (ხაზია გადასმული, გარდაცვლილია 1961 წელს), რომლის კომლში ირიცხება შვილიშვილი - რ. ი.-ს ძე ტ.-ე. ა. ტ.-ე გარდაიცვალა ...-სს, ი. ტ.-ე გარდაიცვალა ...-სს. კომლის ბოლო წევრი რ. ტ.-ე გარდაიცვალა 1985 წლის 12 მაისს.

16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა პრეტენზია განაცხადეს აღნიშნული კომლის ქონებაზე.

17. მოპასუხე მხარის განმარტებით, მათ კანონის მოთხოვნათა დაცვით დაირეგისტრირეს ი. ტ.-ის კომლის ქონება. ლ. ტ.-ის კომლის ქონება მდებარეობს მართალია იმავე სოფელში, მაგრამ სხვაგან. მოსარჩელე ნ. ტ.-ე უკანონოდ ფლობს მათზე რეგისტრირებულ ქონებას, მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ნ. ტ.-ემ უნდა დატოვოს სხვისი საკუთრება.

18. ზ.-ის არქივში დაცული ზ.-ის რაიონის ქ. ს.-ს სასოფლო საბჭოს 1940-1942 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ირიცხება ვ. ი.ს ძე ტ.-ე, რომლის კომლი შ. ვ. ტ.-ე – ოჯახის უფროსი, ლ. პ.-ს ასული ტ.-ე – ცოლი, ბ. ვ.ს ასული ტ.-ე – შვილი, ფ. ვ.ს ასული ტ.-ე – შვილი, რ. ტ.-ე (ხაზია გადასმული), მ. ვ.ს ასული ტ.-ე.

19. ზ.-ის არქივში დაცული ზ.-ის რაიონის ქ. ს.-ს სასოფლო საბჭოს 1958-1963 წლების, ასევე საკრებულოს 1990-2006 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ლ. პ.-ს ასული ტ.-ე.

20. კომლის ბოლო წევრი ლ. ტ.-ე გარდაიცვალა ...-ს.

21. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული კომლის ქონებაზე პრეტენზია განაცხადა მოსარჩელემაც, რომლის განმარტებით ის დაეუფლა ლ. ტ.-ის კომლის ქონებიდან მის კუთვნილ წილს, მოპასუხემ არასწორად დაირეგისტრირა ქონება და დადო ბათილი ხელშეკრულება.

22. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ) 173-ე მუხლის პირველი ნაწილით.

23. საკოლმეურნეო კომლმა, როგორც სამართლის სუბიექტმა, არსებობა შეწყვიტა საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო საკომლო მეურნეობის სტატუსი დამკვიდრდა ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’’ საქართველოს კანონით და იგი საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავდება, კერძოდ აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად „საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას.“

24. „საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში.) თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.“

25. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად განმარტა, რომ კომლის ცნება იმ დატვირთვით, რაც მას აქვს დღეის მდგომარეობით ამოქმედდა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. საკომლო მეურნეობაში თითოეული წარმოადგენს ქონების თანამესაკუთრეს. მეურნეობა ოჯახის წევრების საერთო საკუთრებაა. საერთო საკუთრება არ წარმოადგენს საკუთრების რაიმე ფორმას. იგი მხოლოდ იმის მაუწყებელია, რომ ქონება ერთობლივად შეიძლება ეკუთვნოდეს რამდენიმე პირს. ი. ტ.-ის კომლის ბოლო წევრი გარდაიცვალა 1985 წელს და მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული არ უნდა იქნეს საკომლო მეურნეობის დღევანდელი განსაზღვრება, ვინაიდან ქონება იმ მომენტისათვის წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ის არ წარმოადგენდა კერძო პირების თანასაკუთრებას.

26. „საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების მეექვსე პუნქტის მიხედვით, შეიცვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის №128 დადგენილების პირველი პუნქტი და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „დაწესდეს საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობების პროდუქტების მოსაყვანად და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის.“

27. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის №39 დადგენილების შესაბამისად, ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად მიიღონ მიწის ნაკვეთები დაწესდეს შემდეგი პირობები: იმ შემთხვევაში თუ ამოიწერებიან ქალაქიდან და მუდმივად საცხოვრებლად გადავლენ რაიონში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დაუწესდეთ „საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების მეექვსე პუნქტის მესამე და მეოთხე აბზაცით, ხოლო თუ არ ამოეწერებიან ქალაქიდან, ამავე პუნქტის მეხუთე აბზაცით გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად.“

28. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ვ. რ.-მა ისარგებლა კანონმდებლობაში არსებული ზემოაღნიშნული შესაძლებლობებით.

29. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა საინჟინრო ექსპერტიზის №... დასკვნაზე, რომლის თანახმად „საქმის მასალებში მოცემული საარქივო ცნობის №... და საქმეში არსებული სხვა მასალების მიხედვით (მათ შორის საქმის მასალებში არის რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული საარქივო ცნობა №...) ი. ტ.-ის კომლის 0,25 ჰა საკარმიდამო ნაკვეთის მდებარეობისა და მოსაზღვრეების დადგენა შეუძლებელია.“

30. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველად უნდა შეფასდეს, რა ქონებრივი უფლებები გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის ქ. ს.-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რ. ტ.-ეს, შემდგომ დასადგენია, სად მდებარეობდა ქონება, რომელზეც რ. ტ.-ეს გააჩნდა ქონებრივი უფლებები, არის თუ არა მემკვიდრეობით დატოვებული ქონება და ქონება, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვენ ერთი და იგივე. მხოლოდ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ შეიძლება მიეცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოყენებულ იქნეს რეგისტრაციის საფუძვლად კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგელობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.“

31. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზ.-ის რაიონის სოფელ ქ. ს.-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ვ. რ.-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და ვ. რ.-სა და მ. რ.-ს შორის 2013 წლის 15 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანი იყო.

32. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მ. რ.-ის სახელზე რიცხული ქონების 1/3-ის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. (წარმოდგენილი სარჩელით გაურკვეველია, თუ ვისი ქონების თანამესაკუთრედ ითხოვს ცნობას, ვინაიდან თავად მოსარჩელეს მ. რ.-ზე ქონების რეგისტრაცია მიაჩნია უკანონო გარიგების შედეგად. გაურკვეველია ვინ არიან დანარჩენი მესაკუთრეები). სარჩელი აღნიშნულ ნაწილში იყო დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

33. სსკ-ის 172-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა ვ. რ.-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით მოცემული მომენტისათვის უკანონო ხელშეშლა არ განხორციელებულა. ამდენად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

34. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. რ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

35. კასატორმა მიიჩნია, რომ სადავო ქონების მიმართ უფლებები გააჩნდათ აწ გარდაცვლილ რ. ტ.-ეს და ვ. რ.-ს, შესაბამისად, სადავო ქონება სახელმწიფოს ან ლ. ტ.-ის საკუთრება არასდროს ყოფილა. 1900-იან წლებიდან იგი წარმოადგენდა გლეხური მეურნის – ი. ტ.-ის საკარმიდამო ქონებას, რომელიც გადავიდა მის შვილიშვილ რ. ტ.-ეზე, 1985 წელს კი, მემკვიდრეობით მიიღო ვ. რ.-იმა და მიჰყიდა მ. რ.-ს.

36. კასატორმა იშუამდგომლა მოწმის სახით ამირან გიგაშვილის დაკითხვის თაობაზე.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

38. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

40. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ტ.-ე გარდაიცვალა ...-ს. ა. ტ.-ე გარდაიცვალა ...-სს. ი. ტ.-ე გარდაიცვალა ...-სს. რ. ტ.-ე გარდაიცვალა 1985 წლის 12 მაისს.

41. გვარის, სახელისა და მამის სახელის გამოცვლის მოწმობით დასტურდება, რომ ზ. რ.ს ძე ტ.-ემ გამოიცვალა გვარი და სახელი 1994 წელს. აღნიშნული პერიოდიდან მოპასუხის გვარი, სახელი და მამის სახელი არის ვ.- რ.ს ძე რ.-ი.

42. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ზ.-ის რაიონის სოფელ ქ. ს.-ში უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ვ. რ.-ი, ხოლო შემდეგ – მ. რ.-ი.

43. 2013 წლის 15 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ვ. რ.-მა ზ.-ის რაიონის სოფელ ქ. ს.-ში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მიჰყიდა მ. რ.-ს.

44. ზ.-ის არქივში დაცული ზ.-ის რაიონის ქ. ს.-ს სასოფლო საბჭოს 1940-1942 წლების საკომლო წიგნების მიხედვით, კომლის უფროსად ირიცხება ი. გ.-ის ძე ტ.-ე, რომლის კომლი შ.-: ი. გ.-ის ძე ტ.-ე – ოჯახის უფროსი, ა. ლ. ასული ტ.-ე – ცოლი (ხაზია გადასმული გარდაცვლილია), რ. ვ.-ს ძე ტ.-ე – შვილიშვილი.

45. აღნიშნულ წლებში კომლი საკარმიდამო მიწას ფლობდა 0,25 ჰა.

46. ზ.-ის არქივში დაცული ზ.-ის რაიონის ქ. ს.-ს 1955-1960 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ირიცხება ი. გ.-ის ძე ტ.-ე, რომლის კომლი შ.-: ი. გ.-ის ძე ტ.-ე – ოჯახის უფროსი, ა. ლ. ასული ტ.-ე – ცოლი (ხაზია გადასმული გარდაცვლილია), რ. ვ.-ს ძე ტ.-ე – შვილიშვილი. აღნიშნულ წლებში კომლი საკარმიდამო მიწას ფლობდა 0,76 ჰა. საცხოვრებელ ნაგებობათა ქვეშ 001. სახლი აგებულია 1918 წელს.

47. 1961-1963 წლებში კომლის უფროსად ირიცხება ი. გ.-ის ძე ტ.-ე (ხაზია გადასმული, გარდაცვლილია 1961 წელს), რომლის კომლში ირიცხება შვილიშვილი - რ. ი.-ს ძე ტ.-ე. ა. ტ.-ე გარდაიცვალა ...-სს, ი. ტ.-ე გარდაიცვალა ...-სს. კომლის ბოლო წევრი რ. ტ.-ე გარდაიცვალა 1985 წლის 12 მაისს.

48. ზ.-ის არქივში დაცული ზ.-ის რაიონის ქ. ს.-ს სასოფლო საბჭოს 1940-1942 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ირიცხება ვ. ი.ს ძე ტ.-ე, რომლის კომლი შ.- ვ. ტ.-ე – ოჯახის უფროსი, ლ. პ.-ს ასული ტ.-ე – ცოლი, ბ. ვ.ს ასული ტ.-ე – შვილი, ფ. ვ.ს ასული ტ.-ე – შვილი, რ. ტ.-ე (ხაზია გადასმული), მ. ვ.ს ასული ტ.-ე.

49. ზ.-ის არქივში დაცული ზ.-ის რაიონის ქ. ს.-ს სასოფლო საბჭოს 1958-1963 წლების, ასევე საკრებულოს 1990-2006 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ლ. პ.-ს ასული ტ.-ე.

50. კომლის ბოლო წევრი ლ. ტ.-ე გარდაიცვალა ...-ს.

51. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არ წარმოუდგენია და არც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველზე არ მიუთითებია.

52. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

53. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

54. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

56. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. რ.-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 2 აპრილის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარისა და 2015 წლის 18 მაისს მ. ც.–ის მიერ №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 164 ლარის, სულ – 464 ლარის 70% – 324,8 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. რ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. რ.-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 2 აპრილის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარისა და 2015 წლის 18 მაისს მ. ც.–ის მიერ №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 164 ლარის, სულ – 464 ლარის 70% – 324,8 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი