საქმე №010222216900003166 31 მაისი 2016 წელი
ა-946-შ-22 -2016 ქ.თბილისი
ა-946-შ-22-2016-დ-ი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – პ. პ. დ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, ქორწინება შეწყდა და საქორწინო კავშირი გაუქმდა, მხარეებს – თ. დ-სა და პ. პ. დ-ს შორის.
2. 2016 წლის 14 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. დ-მა, წარმომადგენელ მ. გ-ის მეშვეობით, რომელმაც მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. დადგენილია, რომ აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა ქორწინება თ. დ-სა და პ. პ. დ-ს შორის.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
6. ამდენად, აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ქორწინება შეწყდა და საქორწინო კავშირი გაუქმდა, მხარეებს – თ. დ-სა და პ. პ. დ-ს შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება და გაუქმდა საქორწინო კავშირი, მხარეებს – თ. დ-სა და პ. პ. დ-ს შორის;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი