Facebook Twitter

საქმე№ა-1065-შ-25-2016 20 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. გ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ქ. რაინეს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გერმანიის ქ. რაინეს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. შ-ის სარჩელი. გაუქმდა ი. შ-სა და ჯ. გ-ს შორის 2013 წლის 18 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №....

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. შ-ის წარმომადგენელმა ნ. მ-ემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ქ. რაინეს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით ი. შ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ჯ. გ-ს გაეგზავნა 2016 წლის 20 აპრილს და ჩაბარდა 2016 წლის 27 აპრილს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ი. შ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გერმანიის ქ. რაინეს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ქ. რაინეს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. შ-ის სარჩელი. გაუქმდა ი. შ-სა და ჯ. გ-ს შორის 2013 წლის 18 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №....

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ქ. რაინეს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის ქ. რაინეს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ი. შ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ. რაინეს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ. რაინეს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. შ-ის სარჩელი. გაუქმდა ი. შ-სა და ჯ. გ-ს შორის 2013 წლის 18 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №62133000142; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე