Facebook Twitter

საქმე №ა-1648-შ-39-2016 15 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „E.-“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ამ“ სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს „E.--ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „E.--ს“ (რ.-. №.., 0108 ქ.თბილისი, საქართველო) ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ (მ.-. №.., 212798, ქ.მოგილევი, ბელარუსის რესპუბლიკა) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის – 51000 აშშ დოლარის, საურავის – 5600 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 3151,69 ევროს გადახდა.

ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ გენერალურმა დირექტორმა ბ. კ.-იმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ძირითადი ვალის – 43500 აშშ დოლარის, საურავის – 5600 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 3151,69 ევროს დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის სექტემბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ ძირითადი ვალის – 7500 აშშ დოლარის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.

აღნიშნული განჩინების ასლი, ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ გენერალური დირექტორ ბ. კ.-ის შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს.

2016 წლის 18 მაისს შპს „E.--ის“ დირექტორმა ლ. ჩ.-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ შუამდგომლობის ავტორთან წლების განმავლობაში შპს „E.--ს“ გააჩნია საქმიანი უთიერთობა და არსებული დავალიანება წარმოქმნილია იმ მიზეზით, რომ წლების განმავლობაში დაყადაღებულია შპს–ს ქონება და ანგარიშები, ხოლო სასამართლოში არსებული დავა ჯერ არ განხილულა. ასევე მიუთითა, რომ რეალური ვალი დღეისათვის შეადგენს 42000 აშშ დოლარს.

2016 წლის 25 მაისს ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ს. ჩ.-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, დაადასტურა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გადაიხადა 1500 აშშ დოლარი, შესაბამისად, ძირითადი ვალი შეადგენს 42000 აშშ დოლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესაწავლით დასტურდება, რომ ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „E.--ს“ (რ.-. №.., 0108 ქ.თბილისი, საქართველო) ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ (მ.-. №.., 212798, ქ.მოგილევი, ბელარუსის რესპუბლიკა) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის – 51000 აშშ დოლარის, საურავის – 5600 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 3151,69 ევროს გადახდა.

ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ გენერალურმა დირექტორმა ბ. კ.-იმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ძირითადი ვალის – 43500 აშშ დოლარის, საურავის – 5600 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 3151,69 ევროს დაკისრების ნაწილში.

2016 წლის 25 მაისს ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ს. ჩ.-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, დაადასტურა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გადაიხადა 1500 აშშ დოლარი, შესაბამისად, ძირითადი ვალი შეადგენს 42000 აშშ დოლარს.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებულიი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის სექტემბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა ნაწილობრივ ძირითადი ვალის – 9000 აშშ დოლარის ნაწილში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება 42000 აშშ დოლარის, საურავის – 5600 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 3151,69 ევროს დაკისრების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საეთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს „E.--სათვის (რ.-. №.., 0108 ქ.თბილისი, საქართველო) ღია სააქციო საზოგადოება „მ.-ის“ (მ.-. №.., 212798, ქ.მოგილევი, ბელარუსის რესპუბლიკა) სასარგებლოდ ძირითადი ვალის – 42000 აშშ დოლარის, საურავის – 5600 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 3151,69 ევროს დაკისრების ნაწილში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე