Facebook Twitter

საქმე №ა-1820-შ-44-2016 22 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფ. ს.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს.-ი (ბ.)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ფურსთენვალდეს სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ფურსთენვალდეს სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით 2005 წლის 2 დეკემბერს ფუსთენვალდე/სპრეე-ს მმაჩის ბიუროში ფ. ს.-სა და ლ. ს.-ს (ბ.) შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ჩანაწერი ...) შეწყდა.

ფ. ს.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფურსთენვალდეს სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 27 აგვისტოს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 8 ივლისის №1000442935 დასკვნიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 10 ივლისის №238 ბრძანებულებიდან და ფ. ს.-ის პირადობის მოწმობიდან დასტურდება, რომ ფ. ს.-ს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და ამჟამად იგი გერმანიის მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის19 მაისის განჩინებით ფ. ს.-ის შუამდგომლობა გერმანიის ფურსთენვალდეს სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ფ. ს.-ის შუამდგომლობა გერმანიის ფურსთენვალდეს სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ფურსთენვალდეს სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით 2005 წლის 2 დეკემბერს ფუსთენვალდე/სპრეე-ს მმაჩის ბიუროში ფ. ს.-სა და ლ. ს.-ს (ბ.) შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ჩანაწერი ...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 27 აგვისტოს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

ფ. ს.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფურსთენვალდეს სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შუამდგომლობის ავტორი ამჟამად გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ ქორწინებისას იგი საქართველოს მოქალაქე იყო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ფურსთენვალდეს სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. ს.-ის შუამდგომლობა გერმანიის ფურსთენვალდეს სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფურსთენვალდეს სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც 2005 წლის 2 დეკემბერს ფუსთენვალდე/სპრეე-ს მმაჩის ბიუროში ფ. ს.-სა და ლ. ს.-ს (ბ.) შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ჩანაწერი ...) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე