Facebook Twitter

საქმე №ა-2003-შ-49-2016 7 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ო. გ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – უ. ნ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის მიუნსტერის უბნის სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის მიუნსტერის უბნის სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ო. გ.-სა და უ. ნ.-ს შორის 2004 წლის 21 მაისს ქოგეს/დანია მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეესტრის ნომრით ...) შეწყდა.

ო. გ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მიუნსტერის უბნის სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 2 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ ო. გ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით ო. გ.-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნსტერის უბნის სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ო. გ.-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნსტერის უბნის სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის მიუნსტერის უბნის სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ო. გ.-სა და უ. ნ.-ს შორის 2004 წლის 21 მაისს ქოგეს/დანია მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეესტრის ნომრით ...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 2 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

ო. გ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მიუნსტერის უბნის სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის მიუნსტერის უბნის სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. გ.-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნსტერის უბნის სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მიუნსტერის უბნის სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ო. გ.-სა და უ. ნ.-ს შორის 2004 წლის 21 მაისს ქოგეს/დანია მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეესტრის ნომრით ...) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური