Facebook Twitter

საქმე №ა-1192-შ-28-2016 7 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ი.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ი.-ას სარჩელი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. ნ. მ.-ს გ. ი.-ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის – 3914400 რუბლის, სხვისი ფულადი საშუალებების არამართლზომიერი გამოყენებისათვის პროცენტის – 894897 რუბლისა და 56 კაპიკის, სულ 4 809 297 რუბლისა და 56 კაპიკის გადახდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ნ. მ.-ს ჩაბარდა სარჩელის ასლი, იგი დროულად და სათანადო წესით გაფრთხილებულ იქნა სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 18 იანვარს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

გ. ი.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით გ. ი.-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას წარმოებაში და მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განჩინებისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების ასლები ნ. მ.-ს ორჯერ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ნ. მ.-ი არ დახვდათ აღნიშნულ მისამართზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე ნ. მ.-ს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. ი.-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ი.-ას სარჩელი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. ნ. მ.-ს გ. ი.-ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის – 3914400 რუბლის, სხვისი ფულადი საშუალებების არამართლზომიერი გამოყენებისათვის პროცენტის – 894897 რუბლისა და 56 კაპიკის, სულ 4 809 297 რუბლისა და 56 კაპიკის გადახდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 18 იანვარს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ნ. მ.-ს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ი.-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ი.-ას სარჩელი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. ნ. მ.-ს გ. ი.-ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის – 3914400 რუბლის, სხვისი ფულადი საშუალებების არამართლზომიერი გამოყენებისათვის პროცენტის – 894897 რუბლისა და 56 კაპიკის, სულ 4 809 297 რუბლისა და 56 კაპიკის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური

-