საქმე №ას-431-414-2016 15 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა ა. ჩ-ას საკასაციო საჩივარი გ. ბ-ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ გ. ბ-ის სარჩელის გამო ა. ჩ-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის აღძვრამდე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ, საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაედო ა. ჩ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ხოლო 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით _ მოპასუხის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და მესაკუთრეს აეკრძალა მათი ექსპლუატაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა სარჩელი, რაც სააპელაციო პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით დარჩა უცვლელად, ქვემდგომ სასამართლოებს, ბუნებრივია, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხზე არ უმსჯელიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის სარჩელი ა. ჩ-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ზემოხსენებული საპროცესო ნორმისა და საკასაციო პალატის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილისა და 14 აპრილის განჩინებებით სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიებები და ყადაღა მოეხსნას ა. ჩ-ას (პ/#01019003511) საკუთრებაში არსებულ:
1.1. უძრავ ქონებას, მდებარე ქ.თბილისში, ც. დ-ის ქუჩა, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 3, სადარბაზო 7, ბინა #2, ფართი: 31,00 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #01.12.13.017.002.01.07....;
1.2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპლუატაციაც აეკრაძალა მოპასუხეს:
ა) მარკა, მოდელი - MERCEDES-BENZ 207 D, სანომრე ნიშანი - ..., გამოშვების წელი - 1988, სარეგისტრაციო მოწმობა - AF0002..., საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი - WDB60136110899...;
ბ) მარკა, მოდელი - MERCEDES-BENZ C 200, სანომრე ნიშანი - ..., გამოშვების წელი - 1997, სარეგისტრაციო მოწმობა - AV3150..., საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი - WDB2020201A474...;
გ) მარკა, მოდელი - MERCEDES-BENZ C 180, სანომრე ნიშანი - ..., გამოშვების წელი - 1996, სარეგისტრაციო მოწმობა - AL1142..., საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი - WDB2020781F401...;
დ) მარკა, მოდელი - MERCEDES-BENZ C 220, სანომრე ნიშანი - ..., გამოშვების წელი - 1997, სარეგისტრაციო მოწმობა - AL1350..., საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი - WDB2021211A553...;
ე) მარკა, მოდელი - MERCEDES-BENZ C 180, სანომრე ნიშანი - ...., გამოშვების წელი - 1999, სარეგისტრაციო მოწმობა - AL2020..., საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი - WDB2020781F926...;
ვ) მარკა, მოდელი - FORD SCORPIO 2.4 I GL, სანომრე ნიშანი - ..., გამოშვების წელი -1990, სარეგისტრაციო მოწმობა - AE0043..., საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი - WFOFXXGAGFLJ27...;
ზ) მარკა, მოდელი - FORD ESCORT 1.6I CL, სანომრე ნიშანი - ..., გამოშვების წელი - 1993, სარეგისტრაციო მოწმობა - TV0029..., საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი - WFONXXGCANPU07...;
თ) მარკა, მოდელი - FORD TRANSIT BUS, სანომრე ნიშანი - ..., გამოშვების წელი - 1985, სარეგისტრაციო მოწმობა - AB0004....,საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი - WFOKXXGBVKFA38..., ძრავა - FA38...;
ი) მარკა, მოდელი - FORD TRANSIT 100 GL 2.5 D, სანომრე ნიშანი - ..., გამოშვების წელი - 1989, სარეგისტრაციო მოწმობა - AB0018...,საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი - WFOKXXGBVKKK04...;
კ) მარკა, მოდელი - FORD TRANSIT 100 GL 2.5 D, სანომრე ნიშანი - SHS 529, გამოშვების წელი -1987, სარეგისტრაციო მოწმობა - AB0032...., საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი - WFOVXXGBVVGG65...;
ლ) მარკა, მოდელი - VOLKSWAGEN BUS, სანომრე ნიშანი - ..., გამოშვების წელი - 1980, სარეგისტრაციო მოწმობა - AN0013..., საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი - WV2ZZZ25ZBM055..., ძრავა - CU009483.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე