Facebook Twitter
#as-660-619-2010

№ას-1223-1168-2013 15 ივლისი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ იბმ „გ...“

მოწინააღმდეგე მხარე _ სს“პ...ი“

განმცხადებელის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინების განმარტება

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.სს „პ...მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის, მ. ხ-ის, ნ. გ-ის, ლ. ლ-ა და ამხანაგობა „გ-ის“ მიმართ და მოითხოვა დავალიანების დაკისრება და ქონების რეალიზაცია. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვეს სს „პ...სა“ და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „გ...-ს“ შორის 2007 წლის 14 ივნისს დადებული №… იპოთეკის ხელშეკრულების, სს „პ...სა“ და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „გ...-ს“ შორის 2007 წლის 14 ივნისის დადებული №… იპოთეკის ხელშეკრულებისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „გ...-ის“ 2007 წლის 14 ივნისის დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „პ...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი: ბათილად იქნეს ცნობილი სს „პ...სა“ და ამხანაგობა „გ...-ის“ თავჯდომარე მ. ხ-ს შორის 2007 წლის 14 ივნისს დადებული №… და … იპოთეკის ხელშეკრულებები ნ. ა-ის, მ. მ-ის, გ. ზ-ის, მ. ბ-სა და ნ. ჩ-ის ნაწილში.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. გ-მა, ნ. გ-მა, ლ.ა ლ-ემ, მ. ბ-მა, მ. მ-მა, მ. ზ-მა და სხვებმა.

4. 2013 წლის 6 ნოემბერს სს „პ...მა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოპასუხეთა უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო შემდეგ უძრავ ქონებას: თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 4, ბინა 12, კორპუსი 1, ფართი 82,70 კვ.მ, საკადასტრო კოდი: …. მესაკუთრე მ. ბ-ი. თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 7, ბინა 27, კორპუსი 1. ფართი 83.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …. მესაკუთრე მ.ა ბაკუსი. თბილისი, გ…ის ქუჩა #..., სართული 10, ბინა 32 (მანსარდა), მე-3 კორპუსი, ფართი 127,69 კვ.მ. საკადასტრო კოდი: … მესაკუთრე მ. ბ-ი. თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 3, ბინა 9, კორპუსი 3, ფართი 57.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …. მესაკუთრე მ.ა ბაკუსი, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 4, ბინა 16, კორპუსი 1. ფართი 54,70 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …. მესაკუთრე ი. ხ-ი, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., გ-ის მე-2 გას.#3. სართული 7, ბინა 17, მე-2 კორპუსი (მანსარდა), ფართი 105.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …. მესაკუთრე ზ. მ-ე, თბილისი, გ-ის ქუჩა #...0, სართული 4, ბინა 14, მე-3 კორპუსი, ფართი 73.63 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …. მესაკუთრე გ. ზ-ე, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 3, ბინა 8, კორპუსი 3. ფართი 41.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …. მესაკუთრე მ. ბ-ია, თბილისი, ყ-ის ქუჩა #---, (ნაკვეთი #...), სართული 2, ბინა 3, ფართი 17.13 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …. მესაკუთრე ვ. ბ-ია, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 6, ბინა 22, კორპუსი 3. ფართი 150.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …. მესაკუთრე ვ. ბ-ია, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., გ-ის მეორე გას.#..., სართული 2, ბინა 2, კორპუსი 2. ფართი76.40 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …. მესაკუთრე ს. ო-ი, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., გ-ის მეორე გას.#..., სართული 6, ბინა 14, მე-2 კორპუსი, ფართი 116.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …. მესაკუთრე მ. ბ-ი, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., სართული 2, ბინა 1, კორპუსი 1. ფართი 43.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …, თბილისი, კ-ის ქუჩა #..., სადარბაზო 1, ფართი 21.65 კვ.მ. საკადასტრო კოდი: … მესაკუთრე ნ. გ-ე, რაიონი ბორჯომი, დაბა ბ-ნი, თ-ის ქუჩა #..., დაზუსტებული ფართობი 723.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336.8 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …, მესაკუთრე ნ. გ-,თბილისი, ქ. წ-ს გამზირი/ბ-ის ქ…., სადარბაზო 3, ბინა 56, სართული 11-12, ბლოგი ,,გ“, ფართი 215.00კვ.მ. საკადასტრო კოდი: …, მესაკუთრე ნ. ჩ-ი, თბილისი, გ-ის ქუჩა #..., (მშენებარე), სართული 4, ბინა 11, კორპუსი 1, ფართი 93.60 კვ.მ. საკადასტრო კოდი … მესაკუთრე ნ. ჩ-ე.

6. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს მ. ბ-მა, ი. ხ-მა, ზ. მ-ემ, გ. ზ-ემ, მ. ბ-იამ, ვ. ბ-იამ, ს. ო-ამ, ან. ნ-მა, ნ. ჩ-მა და ნ. ჩ-ემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება და საქმე 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეგზავნა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის Nას-1223-1168-2013 წლის განჩინებით ნ. გ-ის, მ.ა ბ-ის, ი. ხ-ის, გ.ი ზ-ის, მ. ბ-ას, ვ. ბ-იას, ს. ო-ის, ა. ნ-ის, ნ. ჩ-ისა და ნ. ჩ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

- გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება მ. ბ-იას, ა. ნ-ისა და ნ. გ-ის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში.

- ყადაღისაგან გათავისუფლდა ქ.თბილისში ყ-ის ქუჩა №…-ში (ნაკვეთი №…), მეორე სართულზე მდებარე 17,13 კვ.მ მე-3 ბინა საკადასტრო კოდი: …; ქ.თბილისში, კ-ის ქუჩა №…-ში, პირველი სადარბაზოში მდებარე 21,65 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი: …; ბორჯომის რაიონში, დაბა ბ-ში, თ.ს ქუჩა №…-ში (დაზუსტებული ფართობი 723,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336,8 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: …; ქ.თბილისში, ქ.წ-ის ქ….-ში, მესამე სადარბაზოში, 11-12 სართულზე მდებარე 56-ე ბინა (ბლოგი „გ“, ფართი 215,00 კვ.მ) საკადასტრო კოდი: ….

9. 2016 წლის 6 მაისს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ბმა „გ...-ის“ წარმომადგენელმა დ. მ-მა და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, ხოლო ამავე წლის 11 ივლისს წარმოადგინა შუამდგომლობა 2016 წლის 6 მაისის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბმა „გ...-ის“ წარმომადგენლის დავით მამაცაშვილის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

12. საკასაციო სასამართლო გნმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

13. დადგენილია, რომ ბმა „გ...-ის“ წარმომადგენლმა დავით მამაცაშვილმა 2016 წლის 11 ივლისს წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა განჩინების განმარტების თაობაზე შემოტანილი განცხადების განუხილველად დატოვება.

14. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს განცხადება წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, ბმა „გ...-ის“ წარმომადგენლის დ. მ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან განმცხადებელი უარს აცხადებს მის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 284-ე-285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბმა „გ...-ის“ წარმომადგენლის დ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პ. ქათამაძე