საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-143-139-2016 22 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ს-ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ქ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ჭ-ა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, ავტომანქანის ფაქტობრივი მფლობელი), რომელიც მართავდა ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით H....), 2014 წლის 31 ოქტომბერს, ქ. ზუგდიდში, თ-ის გამზირზე, შეეჯახა ტოიოტას მარკის მანქანას (სახელმწიფო ნომრით A...., შემდეგში დაზიანებული ავტომანქანა). შემთხვევის გამო შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები (საჯარიმო ქვითრები) ხ. ქ-ას (შემდეგში: მეორე მოპასუხე, ავტომანქანის რეგისტრირებული მესაკუთრე) და პირველი მოპასუხის მიმართ. პირველი მოპასუხე ცნობილია სამართალდამრღვევად, მართვის უფლების გარეშე, ავტომანქანის მართვისთვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ავტომანქანასთან შეჯახება და მისი დაზიანება, ხოლო მეორე მოპასუხე - ავტომანქანის იმ პირისთვის გადაცემისთვის ვისაც მართვის უფლება არა აქვს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ-ის 992-ე მუხლი).
2. დაზიანებული ავტომანქანა დაზღვეული იყო სს-ში ,,ს-ი" (შემდეგში: მოსარჩელე, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია), ხოლო დაზღვეული ავტომანქანის მესაკუთრე და დამზღვევია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდეგში შსს, დაზღვეული ავტომანქანის მესაკუთრე ან დამზღვევი).
3. შეჯახებამ, რაც სამართალდარღვევად შეფასდა, გამოიწვია ავტომანქანის დაზიანება, რომლის აღმოსაფხვრელად სადაზღვევო კომპანიამ გასწია 5951,25 ლარის ხარჯი. დაზიანებული ავტომანქანა შეაკეთა შპს-ამ ,,ტ-ი" (შემდეგში სერვის-ცენტრი), შესაბამისად, მას ჩაურიცხა შესაბამისი თანხა მზღვეველმა (სსკ-ის 832-ე მუხლი; იხ. ს.ფ. 22).
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადაზღვევო კომპანიის სარჩელი პირველი და მეორე მოპასუხეების წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს, ავტომანქანის ფაქტობრივ მფლობელს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5951 ლარის გადახდა.
5. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ, შსს საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც პირველი მოპასუხე დაეჯახა შსს-ს კუთვნილ ტრანსპორტს, მეორე მოპასუხის სახელზე. დაკითხულმა მოწმეებმა, ასევე რეგისტრირებულმა მესაკუთრემ და სადაზღვევო შემთხვევის დროს ავტომანქანის ფაქტობრივმა მფლობელმა დაადასტურეს, რომ ავტომანქანა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე დიდი ხნით ადრე, მოპასუხისგან შეიძინა პირველმა მოპასუხემ, თუმცა, დადგენილი წესით, ნასყიდობის რეგისტრაცია არ განხორციელდა შემძენის ფინანსური პრობლემების გამო.
6. რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 316-ე, 317-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, ავტომანქანის ფაქტიურმა მფლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (დელიქტი), რასაც მოჰყვა ფინანსური ზიანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/ თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით. მოცემულ შემთხვევაში ასეთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საჯარიმო ქვითარი, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341-ე მუხლის დანაწესით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის განხილვა შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის. ასეთი საჯარიმო ქვითრის არსებობა და მისი დამრღვევისთვის ჩაბარება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
7. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ზიანის ანაზღაურების წანამძღვრები, რადგან პირველი მოპასუხის მიერ ჩადენილმა ბრალეულმა მოქმედებამ (დელიქტი) გამოიწვია მოსარჩელის მიერ მითითებული დაზღვეული ავტომანქანის დაზიანება (ზიანი) და ამ მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რადგან ამ მოქმედების გარეშე ეს ზიანი არ დადგებოდა. შესაბამისად, დაზიანებული ავტომანქანის მესაკუთრეს უფლება აქვს მოთხოვნა წაუყენოს ავტომანქანის ფაქტობრივ მფლობელს. დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი აღმოფხვრა მზღვეველმა - მოსარჩელემ. სსკ-ის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. შესაბამისად, მოთხოვნის უფლება გადადის მოსარჩელეზე.
8. სასამართლომ, სსსკ-ის 30917-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მიყენებული ზიანის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნია სერვის-ცენტრის ინვოისი, სადაც ჩამოთვლილია დაზიანების აღმოსაფხვრელად გასაწევი სამუშაოები, მისი ღირებულება ცალ-ცალკე და ჯამში (იხ.ამ განჩინების მე-3 პუნქტი), რამაც 5951,25 ლარი შეადგინა. საწინააღმდეგო მტკიცება პირველ მოპასუხეს არ წარუდგენია. პირიქით, მან ცნო სარჩელი, რის გამოც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს 5951,25 ლარი.
9.სსკ-ის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ამავე კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება
არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
10. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მე-9 პუნქტში დასახელებული ნორმების საფუძველზე, ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრესაც უნდა დაჰკისრებოდა პასუხისმგებლობა, რადგან მას ადმინისტრაციული სახდელი დაედო მართვის არმქონე პირისათვის ავტომანქანის სამართავად გადაცემაში. საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მეორე მოპასუხემ პირველს ავტომანქანა გადასცა არა სამართავად, არამედ საკუთრებაში. რაიონულმა სასამართლომ ანალოგიურ საქმეებზე საკასაციო სასამართლოს პრეცედენტებზე - სუსგ # 3კ-624-02, 09.09.2002წ., # ას-914-954-2011, 27.10.2011წ.) და სსკ-ის 148-ე, 149-ე მუხლებზე მიუთითა და, ავტომანქანაზე, როგორც მოძრავ ნივთზე, ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებით საკუთრების გადაცემის სამართლებრივ რეჟიმზე იმსჯელა, შესაბამისად, მოსარჩელის მეორე მოპასუხის წინააღმდეგ წაყენებული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
11. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის უარყოფილ ნაწილში (იხ. მე-4 და მე-10 პუნქტები) , სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
11.1. ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ავტომანქანა, რომელსაც მართავდა პირველი მოპასუხე, მასვე ეკუთვნოდა;
11.2. საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონის მე–91 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრის იურიდიულ პირში –შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, კანონით დადგენილი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება, არის სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც მესაკუთრეს წარმოადგენდა მეორე მოპასუხე.
11.3. სსსკ-ის 30917 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
13. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მათზე მიუთითა (სსსკ-ის 390.3. მუხლი).
14. სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულადაა დადგენილი და შეფასებული ფაქტები, მათ შორის, ავტომანქანის მესაკუთრედ პირველი მოპასუხის მიჩნევის თაობაზე. სასამართლომ დაასკვნა, რომ ავტომობილის მესაკუთრე ავტომობილის ფაქტობრივი მფლობელი იყო (სსკ-ის 158–ე მუხლის 1–ლი ნაწილი), ხოლო საწინააღმდეგო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელეს ევალებოდა, რაც მან ვერ შეძლო. სასამართლომ დაასკვნა, რომ მარტოოდენ იმაზე აპელირება, რომ ავტომობილი შსს მომსახურების სააგენტოში მეორე მოპასუხის სახელზე იყო რეგისტრირებული, ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების არსებობას არ ამტკიცებდა.
15.სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე #3კ/624–02 და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე #ას–658–625–2014 მიუთითა, რომლებშიც განმარტებულია, რომ ავტომობილზე, როგორც მოძრავ ნივთზე, საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელი არ არის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მასზე საკუთრება წარმოიშობა სსკ-ის 186–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული წესით.
16. სასამართლომ სსკ-ის 992–ე და 999–ე მუხლებზეც მიუთითა, რომელთა თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანისათვის პასუხი უნდა აგონ ან უშუალოდ ზიანის მიმყენებელმა, ან – ავტომობილის მართლზომიერმა მფლობელმა, ან – ორივე ამ პირმა ერთად.
17. სასამართლომ იმ უდავო ფაქტიდან გამომდინარე, რომ ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს (მეორე მოპასუხეს) მოსარჩელის მიერ დაზღვეული ავტომობილი არ დაუზიანებია, სსკ-ის 156–ე მუხლის თანახმად, იგი არც სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აღარ იყო, მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელის უარყოფა დასაბუთებულად მიიჩნია. ავტომობილის რეალიზაცია იმ პირზე, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ გააჩნია, შეიძლება იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, თუმცა, ამ ავტომობილის ექსპლუატაციით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის ეს გარემოება საკმარისი არ არის.
18.მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
18.1. 2014 წლის 31 ოქტომბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგენილია მეორე მოპასუხის, როგორც მესაკუთრის მიმართ;
18.2. შსს მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის # 150 ბრძანების მე-11.1. მუხლის თანახმად, „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება დასტურდება ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც შეიძლება გასცეს სარეგისტრაციო განყოფილებებმა, 27-ე მუხლის თანახმად კი, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლისას“;
18.3. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ დასტურდება; გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი ნასყიდობის ფასი. მოწმეებმა ვერ დაადასტურეს თანხის გადაცემის ფაქტი, ისევე, როგორც მისი ზუსტი ოდენობა;
18.4. ავტომანქანის ფაქტობრივ მფლობელს არა აქვს ავტომანქანის განკარგვის (გასხვისების, დაგირავების და ა.შ. ) უფლება რეგისტრირებული მესაკუთრის გარეშე, რაც სსკ-ის 170-ე მუხლის დანაწესის საფუძველზე, ნიშნავს, რომ ის არ არის მესაკუთრე;
18.5. სამოქალაქო კოდექსი ადგენს საკუთრების უფლების გადაცემის აუცილებლობას, ბრძანება კი - საკუთრების უფლების გადაცემის წესს ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებაში;
18.6. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, კერძოდ, საქმე #ას-254-239-2010, საქმე #ას-658-625-2014, საქმე #ას-914-954-2011.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება სადავო საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული მყარი, თანმიმდევრული პრაქტიკისაგან. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლების წარმოშობისა და ამ საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის პრეტენზია ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც მოცემულ საქმეზე მოსარჩელის პრეტენზიის იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტი), კერძოდ: avtomobili, marTalia warmoadgens moZrav nivTs, magram masze vrceldeba ra specialuri reJimi, sakuTrebis warmosaSobad sakmarisi ar aris martooden mxareTa SeTanxmeba da nivTis gadacema, aramed damatebiT saWiroa SemZenis mesakuTred registracia Sinagan saqmeTa saministros momsaxurebis saagentoSi, radgan `sagzao moZraobis usafrTxoebis Sesaxeb~ saqarTvelos kanonis me-9 muxlis pirveli nawilis Tanaxmad; saqarTvelos teritoriaze satransporto saSualeba, misabmeli, nomriani agregati eqvemdebareba savaldebulo registracias. საკასაციო სასამართლომ განმარტა: „sakuTrebis uflebis warmoSobis safuZvlebi amomwuravadaa dadgenili saqarTvelos samoqalaqo kodeqsiT, romelic erTmaneTisagan ganasxvavebs moZrav da uZrav nivTebze sakuTrebis SeZenis samarTlebriv reJims. amave kodeqsis 186-197-e muxlebiT gansazRvrulia ra moZrav nivTebze sakuTrebis SeZenis safuZvlebi, es wesebi Tanabrad vrceldeba yvela moZrav nivTze da igi ar adgens moZrav nivTze sakuTrebis SesaZenad savaldebulo registracias. rac Seexeba `sagzao moZraobis usafrTxoebis Sesaxeb~ saqarTvelos kanons, pirveli muxlis Sesabamisad, es kanoni gansazRvravs saqarTvelos teritoriaze sagzao moZraobis usafrTxoebis uzrunvelyofis samarTlebriv safuZvels. aRniSnuli kanoniT imperatiulad dadgenilia satransporto saSualebaTa savaldebulo registracia, rac TavisTavad ar warmoadgens nivTze sakuTrebis warmoSobis safuZvels. registraciis ganxorcieleba ar warmoadgens samoqalaqosamarTlebriv aqts, igi mxolod sagzao moZraobis usafrTxoebis uzrunvelyofis samarTlebriv safuZvels qmnis da Tavisi arsiT administraciuli samarTlis sferos ganekuTvneba. miTiTebuli kanonis safuZvelze, saqarTvelos Sinagan saqmeTa ministris 2007 wlis 31 ianvris #150 brZanebiT damtkicda `meqanikuri da satransporto saSualebebis savaldebulo registraciis wesebis Sesaxeb~ instruqcia, romelic mkafiod warmoaCens meqanikuri satransporto saSualebebze registraciis Sinaarss, kerZod: instruqciis me-3 muxli gansazRvravs ra instruqciaSi gamoyenebul terminTa ganmartebas, me-6 punqtiT adens, rom mesakuTred miiCneva fizikuri an iuridiuli piri, romelmac saqarTvelos kanonmdeblobiT dadgenili wesiT moipova meqnikur satransporto saSualebaze sakuTrebis ufleba da gaaCnia Sesabamisi sakuTrebis damadasturebeli dokumenti, agreTve notariulad Sedgenili sakuTrebis mindobis xelSekrulebiT meqanikuri satransporto saSulebis mmarTveli piri, xolo amave muxlis me-12 punqtiT, meqanikuri satransporto saSualebaTa sakuTrebis damadasturebeli dokumenti aris am instruqciis me-11 muxlSi miTiTebuli organizacia an dawesebulebis mier gacemuli dokumenti, romelic adasturebs meqanikur satransporto saSualebaze fizikuri an iuridiuli piris sakuTrebis uflebas. sagulisxmoa instruqciis me-11 muxli, romlis ZaliTac meqanikur satransporto saSualebebze fizikuri an iuridiuli piris sakuTrebis ufleba dasturdeba erT-erTi dokumentiT, romelic gasces: a)saregistracio ganyofilebebma (transportis saregistracio mowmoba, teqnikuri taloni, saaRricxvo baraTi, erToblivi gancxadeba (danarTi N1) da aseve sxva uflebamosilma organoebma. amave instruqciis #1 danarTi ki meqanikuri satransporto saSualebaze sakuTrebis gadacemis mxareTa urTierTSeTanxmebiT Sedgenili erToblivi gancxadebis nimuSs warmoadgens, ris safuZvelzec satransporto saSualebis registracia xorcieldeba. amave instruqciis me-3 muxlis mesame punqtiT mocemulia meqanikuri satransporto saSualebis registraciis definicia, kerZod, registracia aris am brZanebiT gansazRvruli wesiT, saagentos mier meqanikuri satransporto saSualebebis savaldebulo registracia, registraciaSi cvlilebebis ganxorcieleba, saregistracio niSnebis miniWeba, sagzao moZraobaSi monawileobisaTvis maTi daSveba da dadgenili wesiT saregistracio sistemasa da dokumentebSi informaciis aRricxva. zemoaRniSnuli normebis analizi cxadyofs, rom avtomanqanis registraciis mizani da daniSnuleba kanoniT amomwuravad aris gansazRvruli da igi am nivTze sakuTrebis warmoSobis aucilebeli winapiroba ar aris, Tumca mesakuTris Secvla savaldebulo registracias eqvemdebareba (საქმე # ას-914-954-2011, 27.10.2011 წ.; იხ. აგრეთვე საქმე # ას-658- 625-2014, 05.12/2014წ.).
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტების სამართლებრივ შეფასებას, ამასთან, ამ განჩინების მე-16 პუნქტში ასახული მსჯელობის თაობაზე, აღნიშნავს, რომ სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის დასახელებულ ნორმათა ერთობლივ გამოყენებას მოცემული შემთხვევის კვალიფიკაციისათვის დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია, შესაბამისად, საქმის საბოლოო შედეგზე არ მოუხდენია გავლენა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
24.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მის დასაშვებად ცნობას.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ს-ს" (ს/კ 2....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №2398, გადახდის თარიღი 2016 წლის 2 თებერვალი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე